ლევან ბეჟაშვილი - „ქართული ოცნების“  რეალური ალტერნატივა არის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია“

„ქართული ოცნების“ რეალური ალტერნატივა არის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა -გაერთიანებული ოპოზიცია“, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარტიის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია“ გურჯაანის, სიღნაღის, დედოფლისწყაროს და საგარეჯოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ლევან ბეჟაშვილმა განუცხადა.

მისივე თქმით, დღეს პარტიამ საზოგადოებას ძალიან ძლიერი გუნდი წარუდგინა.

„ჩვენ ვიბრძვით გამარჯვებისათვის. ეს შემადგენლობა იბრძვის გამარჯვებისათვის. ოპოზიციურ ფლანგზე ყველაზე ძლიერი პარტია არის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია“ და მისი მაჟორიტარი კანდიდატები ამიტომ ჩვენ მოვუწოდებთ, ოპოზიციურ ამომრჩეველს, რომ დაუჭირონ ძლიერს მხარი, რათა დავამარცხოთ „ქართული ოცნება“. ჩვენ არ ვიბრძვით მხოლოდ და მხოლოდ პროცენტებისთვის, ვიბრძვით გამარჯვებისთვის. ვინმეს მოსწონს, ეს თუ არ მოსწონს „ქართული ოცნების“ რეალური ალტერნატივა არის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა -გაერთიანებული ოპოზიცია და ჩვენ სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად, შევძლებთ საერთო კოალიციური ერთობით დავამარცხოთ ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“, - განაცხადა ბეჟაშვილმა.

ცნობისთვის, პარტიამ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია“ პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო