სვეტლანა ტიხანოვსკაია - სინამდვილეში ლუკაშენკო პენსიაზე გავიდა

ბელარუსის ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი სვეტლანა ტიხანოვსკაია ალექსანდრე ლუკაშენკოს ინაუგურაციას გამოეხმაურა.

როგორც ტიხანოვსკაიამ ვიდეომიმართვისას აღნიშნა, სინამდვილეში ლუკაშენკო პენსიაზე გავიდა და მისი ბრძანებები ლეგიტიმური აღარ არის.

„ეს ე.წ. ინაუგურაცია, რა თქმა უნდა ფარსია. სინამდვილეში, დღეს ლუკაშენკო უბრალოდ, პენსიაზე გავიდა. ეს ნიშნავს, რომ ამიერიდან მისი ბრძანებები ძალოვანი უწყებებისთვის აღარ არის ლეგიტიმური და არ ექვემდებარება შესრულებას. მე, სვეტლანა ტიხანოვსკაია, ვარ ერთადერთი ლიდერი, რომელიც ბელარუსმა ხალხმა აირჩია და დღეს ჩვენი ამოცანაა, ერთად ავაშენოთ ახალი ბელარუსი“ , - განაცხადა ტიხანოვსკაიამ.

მან აქვე აღნიშნა, რომ ევროპის ქვეყნები მზად არიან ბელარუსს რეალური დახმარება აღმოუჩინონ, მას შემდეგ, რაც დემოკრატია გაიმარჯვებს.

შეგახსენებთ, დღეს ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ ფიცი დადო და პრეზიდენტის მოვალეობების შესრულებას ოფიციალურად შეუდგა. ფიცის დადების ცერემონია დამოუკიდებლობის სასახლეში გაიმართა და მას ასობით ადამიანი დაესწრო. ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები 9 აგვისტოს ჩატარდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა