აშშ-ის ქალაქ ლუისვილში გამართული საპროტესტო აქციის დროს ორ პოლიციელს ესროლეს

აშშ-ის ქალაქ ლუისვილში გამართული საპროტესტო აქციის დროს ორ პოლიციელს ესროლეს,- ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, პოლიციელების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ქალაქში ათასობით ადამიანის პროტესტი ნაფიც მსაჯულთა გადაწყვეტილებას მოჰყვა, რომლის თანახმადაც ახალგაზრდა ბრეონა ტეილორის დაღუპვაში სამიდან არც ერთი პოლიციელი არ დაადანაშაულეს.

ქალაქში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა და ეროვნული გვარდია განათავსეს. ლუისვილის მერმა გრეგ ფიშერმა სამი დღით, 21:00-დან 06:30 საათამდე ე.წ. კომენდანტის საათი დააწესა.

ცნობისათვის, მიმდინარე წლის 13 მარტს 26 წლის ბრეონა ტეილორის სახლში პოლიციელები შეიჭრნენ და ცეცხლსასროლი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენეს, რის შედეგადაც ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა. ბრეონა ტეილორი საავადმყოფოში მუშაობდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა