აშშ-ის საელჩომ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებს ინდივიდუალური დაცვის საშუალებები გადასცა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი ბაგრატიონმა საქართველოში აშშ-ის საელჩოს რეგიონალური უსაფრთხოების სამსახურის უფროსთან, ნიკოლას კიფთან შეხვედრა გამართა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-დან აცნობეს, შეხვედრას ესწრებოდნენ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნუგზარ ჭეიშვილი, დეპარტამენტის დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და ეროვნული საგანძურის დაცვის სამმართველოს უფროსი პატრი დარბაისელი და საქართველოში აშშ-ს საელჩოს უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელი გიორგი უსანეთაშვილი.

მხარეებმა აშშ-ის საელჩოსა და დაცვის პოლიციის დეპარტამენტს შორის არსებული ურთიერთთანამშრომლობის საკითხები მიმოიხილეს. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, აშშ-ის საელჩომ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებს ინდივიდუალური დაცვის საშუალებები გადასცა. გიორგი ბაგრატიონმა ნიკოლას კიფს საელჩოს მხრიდან დაცვის პოლიციის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე მხარეებმა ასევე სამომავლო გეგმები განიხილეს და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები დასახეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა