,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ახალი ტერმინალის ჩამოფრენის დარბაზში აუქციონის გამოცხადებისთვის ემზადება

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ახალი სამგზავრო ტერმინალის სარემონტო სამუშაოების პარალელურად, საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ტერმინალში მგზავრებისთვის სხვადასხვა ტიპის მომსახურებების შეთავაზებისთვის ემზადება. ამის შესახებ ინფორმაციას ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ ავრცელებს.

მათი ცნობით, პირველ ეტაპზე აუქციონი ჩამოფრენის დარბაზში არსებულ კვების ობიექტზე გამოცხადდება, სადაც ჩამომფრენი მგზავრების ქცევისა და საჭიროებების გათვალისწინებით შემუშავებული იქნა მარკეტის ტიპის სწრაფი კვების ობიექტის კონცეფცია.

„ობიექტი მოემსახურება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ჩამომფრენ მგზავრებს, თუმცა აეროპორტის დაგეგმარებიდან გამომდინარე ის ხელმისაწვდომი იქნება, ასევე გამფრენი მგზავრებისთვისაც. სწორედ ამიტომ, სარეალიზაციო პროდუქციის ჩამონათვალი, სრულად დააკმაყოფილებს ორივე ტიპის მგზავრის საჭიროებებს.

პირობების თანახმად, კვების ობიექტის განთავსებით დაინტერესებულ პირებს, ბოლო სამი წლის განმავლობაში უნდა ჰქონდეთ მსგავსი ტიპის (მარკეტის ტიპისა და ზოგიერთი ფუნქციის მატარებელი სწრაფი კვების ობიექტის) ობიექტის ან/და საზოგადოებრივი კვების ობიექტის, სხვადასხვა ლოკაციებზე ერთი სავაჭრო სახელითა და ნიშნით ოპერირების გამოცდილება.

აუქციონში გამარჯვებულმა პირმა უნდა უზრუნველყოს ობიექტის ოპერირება აეროპორტისთვის შესაბამისი სტანდარტით, რაც ითვალისწინებს მაღალი ხარისხის პროდუქციის რეალიზაციას, ჰიგიენური ნორმების დაცვასა და შესაბამისი სერვისის უზრუნველყოფას.

ქუთასის საერთაშორისო აეროპორტის ახალ ტერმინალში მსგავსი ტიპის კვების ობიექტების მოწყობით დაინტერესებული პირები დაგვიკავშირდით ელექტრონულ მისამართზე business@airports.ge“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს