დავით ბაქრაძე - ადამიანებს სჭირდებათ გარდამტეხი ცვლილებები, დაიღალნენ უიმედობისგან, სიღარიბისგან, კრიმინალისგან

„ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, დავით ბაქრაძემ, სამტრედიის მოსახლეობას პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატი სამტრედიის, წყალტუბოს, ვანისა და ხონის ოლქში, აკაკი ბობოხიძე წარუდგინა.

აკაკი ბობოხიძის თქმით, როგორც სამტრედიაში, ისე მთლიან საქართველოში, არის მძიმე ეკონომიკური და სოციალური კრიზისი, ადამიანებს კი აქვთ გარდამტეხი ცვლილებების მოლოდინი.

„დღეს გვქონდა შეხვედრა სამტრედიელ ამომრჩეველთან, ჩვენ არ დავტოვებთ არცერთ ქალაქს, არცერთ უბანს, სადაც არ შევხვდებით მოსახლეობას, სადაც არ მივიტანთ ჩვენ სიტყვას და პროგრამას. ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ 31 ოქტომბერს ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება შევცვალოთ არჩევნებით და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, შევცვალოთ მშვიდობიანად და ამას გავაკეთებთ ჩვენ ამომრჩეველთან ერთად, მათ შორის სამტრედია იქნება ის ქალაქი, რომელიც უარს ეტყვის ბიძინა ივანიშვილის და მასთან ერთად მთელი მისი გუნდის მმართველობას“, -განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.

დავით ბაქრაძის თქმით, „ევროპული საქართველო“ იქნება კომპასი, რომელიც ქვეყანას გამოიყვანს ამ მძიმე ეკონომიკური კრიზისიდან და წაიყვანს წინ.

„ცალსახა განწყობაა სამტრედიაში, ისევე როგორც მთელ საქართველოში, ადამიანებს სჭირდებათ გარდამტეხი ცვლილებები, დაიღალნენ უიმედობისგან, სიღარიბისგან, გაჭირვებისგან, კრიმინალისგან და იმის განცდისგან, რომ ამ ქვეყანაში ადამიანებს მომავალი არ აქვთ. ამიტომ, ამ ყველაფერს სჭირდება გარდამტეხი ცვლილებები და სწორედ „ევროპული საქართველოა“ ის გუნდი, რომელიც საზოგადოებას სთავაზობს გარდამტეხ ცვლილებებს, 100 000 ახალ სამუშაო ადგილს, გადასახადების შემცირებას და თანხის დაზოგვას, გაორმაგებულ სოციალურ დახმარებებსა და პენსიას, ანუ იმ ყველაფერს, რაც უკვე პირველივე წელს საზოგადოებას აგრძნობინებს უკეთესობას, მოაგვარებს პრობლემებს და ქვეყანას წაიყვანს წინ“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

აღნიშნულ ინფორმაციას „ევროპული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

იხილეთ ვიდეო:დავით ბაქრაძემ სამტრედიის მოსახლეობას პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატი აკაკი ბობოხიძე წარუდგინა

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა