იტალიაში, შესაძლოა, მიზნობრივი კარანტინი დაწესდეს

იტალიაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, შესაძლოა, მიზნობრივი, ლოკალური კარანტინი დაწესდეს, - ამის შესახებ იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯუზეპე კონტემ la Stampa-სთან ინტერვიუში განაცხადა.

პრემიერის თქმით, ამ ეტაპზე საყოველთაო კარანტინის გამოცხადება არ იგეგმება.

„ამჟამად იტალიაში უკეთესი მდგომარეობაა, ვიდრე ევროპის სხვა ქვეყნებში და ჩვენ უკეთესადაც ვართ მომზადებული, ჯანდაცვის სისტემაც გაცილებით უკეთ არის მომზადებული“, – განაცხადა კონტემ.

ბოლო მონაცემებით, იტალიაში, საერთო ჯამში, კოვიდ-19-ის 300 000-ზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 35 758 ადამიანი დაღუპულია.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა