სახალხო დამცველი მედიას მიმართავს, წინასაარჩევნოდ არ გამოიყენონ ქსენოფობიური, ჰომოფობიური მასალა და სიძულვილის ენის ტირაჟირებას ერიდონ

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია მედიასაშუალებებს მიმართავს, წინასაარჩევნოდ არ გამოიყენონ ქსენოფობიური, ჰომოფობიური მასალა და სიძულვილის ენის ტირაჟირებას ერიდონ. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, მედიას მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია ფაქტების სწორად გაშუქების თვალსაზრისით.

"ჩემი მოწოდება იქნება თითოეული მედიასაშუალების მიმართ, მაქსიმალურად გაკონტროლდეს, რომ არ იყოს გამოყენებული სიძულვილის ენა, ქსენოფობიური, ჰომოფიბიური განცხადებები და არ იყოს წახალისებული ძალადობის ფაქტები. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, მედია ყველაფერზე პასუხისმგებლობას ვერ აიღებს,პირველ რიგში ეს პოლიტიკური სუბიექტების პასუხისმგებლობაა, თუმცა ვფიქრობ, მედიასაც შეუძლია მნიშვნელოვანი როლის შესრულება გარკვეული ფაქტების სწორად გაშუქების თვალსაზრისით",-განაცხადა ლომჯარიამ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა