ბელარუსის შსს - სამართალდამცავებმა საპროტესტო აქციების დროს 363 მოქალაქე დააკავეს

სამართალდამცავებმა გუშინ ბელარუსში გამართული საპროტესტო აქციების დროს, მასობრივი ღონისძიებების შესახებ კანონის დარღვევისთვის, 363 მოქალაქე დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას ბელარუსის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, გუშინ ქვეყნის მასშტაბით 59 საპროტესტო აქცია გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა 5 000-მდე ადამიანმა მიიიღო.

ბელარუსის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, 363 მოქალაქიდან 252 მინსკში დააკავეს.

შეგახსენებთ, ალექსანდრე ლუკაშენკოს ინაუგურაცია გუშინ გაიმართა და ის საპრეზიდენტო უფლებამოსილების განხორციელებას ოფიციალურად შეუდგა. ლუკაშენკოს ინაუგურაციას ქვეყანაში საპროტესტო აქციები მოჰყვა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა