ჯანდაცვის მინისტრმა კორონავირუსის მსუბუქად მიმდინარე პაციენტების იზოლაციის პირობებში სამედიცინო მეთვალყურეობის განხორციელების ალგორითმი დაამტკიცა

ჯანდაცვის მინისტრმა კორონავირუსის მსუბუქად მიმდინარე ფორმის მქონე პაციენტების იზოლაციის პირობებში სამედიცინო მეთვალყურეობის განხორციელების ალგორითმი დაამტკიცა.

მინისტრის ბრძანების მიხედვით, COVID-19-ის დადასტურების შემთხვევაში, პაციენტი ექვემდებარება ბინაზე ან საკარანტინე სივრცეში მეთვალყურეობას ან სტაციონარში მოთავსებას, შემდეგი სქემის მიხედვით:

COVID-19-ის დიაგნოზის დადასტურებისთანავე, ინფორმაცია მიეწოდება ,,112“-ს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ;

„112“, პაციენტის საწყისი კლინიკური შეფასების მიზნით, ზარს ამისამართებს განსაზღვრულ ამბულატორიულ დაწესებულებებში (შემდეგში - ონლაინკლინიკა);

ონლაინ - კლინიკის ექიმის მიერ სატელეფონო კონსულტაციით ხორციელდება ანამნეზის შეკრება, პაციენტის საწყისი კლინიკური შეფასება და მდგომარეობის შესაბამისად, გადაწყვეტილების მიღება პაციენტის ბინაზე დატოვების, შესაბამის საიზოლაციო სივრცეში (სასტუმრო) გადამისამართების ან სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსების შესახებ.

დოკუმენტის მიხედვით, შესაფერისი იზოლირებული გარემოსა და ოჯახის წევრების/ახლობლების მიერ ინფექციის პრევენციისა და კონტროლის სათანადო ზომების დაცვით პაციენტზე მზრუნველობის შესაძლებლობის არსებობის შემთხვევაში, შესაძლოა, მიღებულ იქნეს პაციენტის ბინაზე დატოვების გადაწყვეტილება, რომლის მართვაც განხორციელდება მინისტრის ბრძანების შესაბამისად. ხოლო იმ შემთხვევაში თუ ეს პირობები პაციენტს არ აქვს, მაშინ ის გადავა საკარანტინე სასტუმროში. ასეთი პაციენტები, ექვემდებარებიან სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანასაც.

ამასთან, დოკუმენტის მიხედვით, ბინაზე დატოვება/საკარანტინე სივრცეში გადაყვანა არ არის რეკომენდებული: ა) პაციენტებისთვის, რომელთაც აქვთ რომელიმე ქრონიკული დაავადება (ჰიპერტენზია, შაქრიანი დიაბეტი, გულის კორონარული დაავადება, გულის უკმარისობა, ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება და ბრონქული ასთმა და სხვ. ექიმის გადაწყვეტილებით); ბ) პედიატრიული ასაკის პოპულაციისთვის (15 წლამდე), ხანდაზმულებისთვის (65+).

გარდა ამისა, მინისტრის ბრძანების მიხდედვით მიხედვით, ირკვევა, რომ საკარანტინე სივრცეში იმუშავებს 20 პაციენტზე - ექიმისა და ექთნის 1 გუნდი, პაციენტების რაოდენობის მატებასთან ერთად, ემატება კიდევ 1 ექთანი ყოველ დამატებით 30 პაციენტზე და 2 სრული გუნდი, თუ პაციენტების რაოდენობა აღემატება 50-ს. გარდა ამისა, ბინაზე/საკარანტინე სივრცეში მყოფი პაციენტის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში პაციენტი ექვემდებარება ჰოსპიტალიზაციას (მათ შორის, განმეორებით ჰოსპიტალიზაციას) - ექიმის გადაწყვეტილებით.

მინისტრის ბრძანებით, არსებული რეგულაცია 9 სექტემბრის შემდგომ წარმოშობილ ურთიერთობებზე იმოქმედებს.

იხილეთ ვიდეო:

ტოომას ჰენდრიკ ილვესი - არ გჭირდებათ ევროკავშირის დროშების ყველგან აღმართვა, თუ მის ღირებულებებს არ იზიარებთ - სიტყვების თქმით: ”ჩვენ ევროპელები ვართ“, ევროკავშირში ავტომატურად ვერ შეხვალთ
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2021
ლევან დოლიძე - რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ვაშინგტონსა და ბრიუსელში ჩვენს შიდა პრობლემებზე მსჯელობა, მით უფრო გაგვიჭირდება მათთან იმ საკითხებზე საუბარი, რასაც ქვეყნის ინტერესები მოითხოვს
ბექა ნაცვლიშვილი - როგორც ჩანს, "ქართული ოცნება“ ემზადება მოლაპარაკების მესამე რაუნდისთვის და აგრძელებს კომუნიკაციას ევროკავშირთან, ამის შედეგი კი იქნება ის, თუ რა მოხდება მელიას გადადებულ სასამართლოზე
კახა ოქრიაშვილი - 15 მაისის აქციის სამზადისში აქტიურად ვარ ჩართული
ხარისხი გარანტირებულია: "კარფური" „მასტერშეფის“ ახალი სეზონის გენერალური სპონსორი და მხარდამჭერი გახდა