„სამოქალაქო პლატფორმა 20/20“ - საუბნო საარჩევნო კომისიის ე.წ. დამოუკიდებელი წევრები „ოცნების“ მაჟორიტარი კანდიდატების საარჩევნო კამპანიაში არიან ჩართული

საუბნო საარჩევნო კომისიის ე.წ. დამოუკიდებელი წევრები, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი კანდიდატების საარჩევნო კამპანიაში არიან ჩართული, რაც საარჩევნო კოდექსის უხეში დარღვევაა, - ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე „სამოქალაქო პლატფორმა 20/20“- ის სადამკვირვებლო მისიის დირექტორმა ლაშა ფარულავამ განაცხადა.

ფარულავამ ბრიფინგზე წარმოადგინა ფოტო და ვიდეო მასალა და განაცხადა, რომ ამ მასალის თანახმად, საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ კონკურსის წესით შერჩეული საუბნო საარჩევნო კომისიის ე.წ. დამოუკიდებელი წევრები, მარნეულის N22 საარჩევნო ოლქის „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი კანდიდატის ზაურ დარგალის საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობენ.

როგორც ბრიფინგზე „სამოქალაქო პლატფორმა 20/20“- ის რეგიონული ჯგუფის უფროსმა გიორგი მუმლაძემ განაცხადა, საარჩევნო ადმინისტრაციის დამოუკიდებელი წარმომადგენლის, რომელიმე პარტიის სასარგებლოდ, საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობა საარჩევნო კოდექსის უხეში დარღვევაა და ითვალისწინებს 2000 ლარის სანქციას და ასევე, „არის საფუძველი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის“.

„ჩვენ საჩივრით უკვე მივმართეთ საარჩევნო ადმინისტრაციას, თუმცა რეაგირება ამ დრომდე არ მომხდარა,“- აღნიშნა მუმლაძემ.

„სამოქალქო პლატფორმა 20/20“ ცესკოსგან მოითხოვს საჩივრების სწრაფ, ეფექტურ და სამართლიან განხილვას და შესაბამის რეაგირებას.

„ასეთი ფაქტების გამოსარიცხად საარჩევნო ადმინისტრაციამ პრევენციულად უნდა გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები“, - განაცხადეს ორგანიზაციაში.

ცნობისთვის, „სამოქალაქო პლატფორმა 20/20” ცესკოს მიერ რეგისტრირებულია როგორც ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაცია, რომელიც 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს და მიმდინარე საარჩევნო პროცესს აკვირდება.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა