გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე სამხრეთ კავკასიაში ეუთოს სპეციალურ წარმომადგენლს, ელჩ რუდოლფ მიხალკას შეხვდა

საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე სამხრეთ კავკასიაში ეუთოს სპეციალურ წარმომადგენლს, ელჩ რუდოლფ მიხალკას შეხვდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ პროკურატურიდან აცნობეს, გენერალურ პროკურატურაში გამართულ შეხვედრაზე საქართველოს პროკურატურის კომპეტენციაში შემავალი საკითხები, მიმდინარე და დაგეგმილი საქმიანობა განიხილეს.

მათი ინფორმაციით, ირაკლი შოთაძემ ელჩს მადლობა გადაუხადა იმ ექსპერტული დახმარებისთვის, რაც ეუთომ ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს პროკურატურას აღმოუჩინა.

„შეხვედრის დასასრულს მხარეებმა ეუთოს და საქართველოს პროკურატურას შორის დღემდე არსებული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და მომავალში მჭიდრო თანამშრომლობის მზაობა გამოხატეს“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს