სერგი კაპანაძე - ჩვენი ორიენტირი არის ივანიშვილის დამარცხება და ჩვენი კანდიდატები სწორედ ამისთვის იბრძვიან

„ევროპული საქართველოს“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, სერგი კაპანაძე, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ სამტრედიის, წყალტუბოს, ვანისა და ხონის ოლქში კანდიდატის დასახელებას ეხმაურება.

მისი თქმით, „ევროპული საქართველოს“ მთავარი ამოცანა ბიძინა ივანიშვილის დამარცხება და „ევროპული საქართველოს“, როგორც ალტერნატივის წარმოჩენაა.

კაპანაძემ აღნიშნა, რომ ის ვერ შეაფასებს მისი კონკურენტი ოპოზიციური ძალის გადაწყვეტილებასა და საარჩევნო სტრატეგიას.

„არ ვაპირებთ, რომ ჩვენი კონკურენტი ოპოზიციური ძალების გადაწყვეტილებები შევაფასოთ. ჩვენი მთავარა ამოცანა არის ბიძინა ივანიშვილის დამარცხება ამ არჩევნებზე. ჩვენი კანდიდატი ხონის-ვანის-წყალტუბოსა და სამტრედიის ოლქში ძალიან ძლიერი კანდიდატი აკაკი ბობოხიძეა და ის იბრძვის გამარჯვებისათვის. ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიიღო, მათ შორის კანდიდატის შეცვლასთან დაკავშირებით, არ აქვს მნიშვნელობა იქ რა იწვევს კითხვის ნიშნებს, პირადი მოტივი ან მსგავსი თემები, ჩვენთვის ეს არის შეფასების მიღმა, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი ორიენტირი არის ივანიშვილის დამარცხება და ჩვენი კანდიდატი იქ სწორედ ამისთვის იბრძვის.

ჩვენი ამოცანა არ არის ჩვენი კონკურენტების საარჩევნო სტრატეგიის შეფასება, ჩვენი ამოცანაა, რომ ჩვენი გუნდი, რომელიც შედგება როგორც ახალგაზრდა, მაგრამ გამოცდილი, ისე ახალი სახეეებისგან, რომლებიც იბრძვიან სხვადასხვა რეგიონში, რათა ეს გუნდი იყოს წარმოჩენილი როგორც „ქართული ოცნების“ ალტერნატივა, რაც რეალურად არის.

ამიტომ, ჩვენი ამოცანა და სწორება არის „ქართული ოცნების“ დამარცხება და ყველა ჩვენი კანდიდატი, უკლებლივ ყველა რეგიონში, იმისათვის იბრძვის, რომ „ქართული ოცნება“ დაამარცხონ“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ, რომლის განცხადებასაც „ევროპული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

ცნობისთვის, წყალტუბოს, სამტრედიის, ვანისა და ხონის მუნიციპალიტეტებში „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატად თავდაპირველად გენერალი დევი ჭანკოტაძე განიხილებოდა, თუმცა პარტიამ კანდიდატურა ნანუკა ჟორჟოლიანით ჩაანაცვლა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო