ბავშვთა გასართობი ცენტრების წარმომადგენლებმა ეკონომიკის სამინისტროსთან აქცია გამართეს

ბავშვთა გასართობი ცენტრების წარმომადგენლებმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან საპროტესტო აქცია გამართეს და პანდემიის პირობებში მათი საქმიანობის შეზღუდვა გააპროტესტეს.

როგორც აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა გიორგი ლაღიძემ განაცხადა, სახელმწიფოსგან და ეკონომიკის სამინისტროსგან ბანკებთან შუამდგომლობას ან მათი საქმიანობის დაშვებას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში აქციები გაგრძელდება.

"ჩვენ დღეს ეკონომიკის სამინისტროსთან შეკრებილები ვართ ბავშვთა გასართობი ცენტრების წარმომადგენლები, ეს აქციები უკვე 3 კვირაა იმართება, პარლამენტთან, მთავრობის ადმინისტრაციასთან და ახლა უკვე ეკონომიკის სამინისტროსთან ერთი მოთხოვნით, სახელმწიფომ მიაქციოს ყურადღება ბავშვთან გასართობ ცენტრებს, რომლებიც ყველაზე მეტად დაზარალდა არსებული კრიზისის, შეზღუდვებისა და პანდემიის შედეგად. მაგალითისათვის შემიძლია მოვიყვანო კონკრეტული კომპანიის, "მინიონის" მაგალითი, რომელმაც ამ პანდემიის შედეგად ბახტრიონზე უკვე დაკარგა ერთი ფილიალი, ის ბანკმა წაიღო, ასევე ძალიან ცუდ მდგომარეობაში არიან სხვა ბავშვთა გასართობი ცენტრები. ჩვენ გვინდა სახელმწიფომ და ეკონომიკის სამინისტრომ კონკრეტული პროგრამა შემოგვთავაზონ, რომ ბანკებთან შუამდგომლობა მოხდეს, ან დაშვებულ იქნას ბავშვთან გასართობი ცენტრების საქმიანობა, ვინაიდან ასე დიდხანს გაგრძელების შემთხვევაში ბავშვთან გასართობი ცენტრები უბრალოდ გაქრებიან",-განაცხადა გიორგი ლაღიძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს