ენტონი ფაუჩის განცხადებით, მიმდინარე წელს აშშ-ის მოსახლეობის დიდ ნაწილს Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაზე წვდომა არ ექნება

აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორმა, ენტონი ფაუჩიმ სენატის ჯანმრთელობის კომიტეტს განუცხადა, რომ მიმდინარე წელს აშშ-ის მოსახლეობის დიდ ნაწილს Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაზე წვდომა არ ექნება. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, როგორც ფაუჩიმ განაცხადა, თუ ვაქცინა დამტკიცდება და წლის ბოლოს ის მოხმარებისთვის მზად იქნება, „თუ ვსაუბრობთ იმაზე, ვინ აიცრება დეკემბერსა თუ ნოემბერში, ეს მოსახლეობის დიდი ნაწილი არ იქნება".

მისი თქმით, რაც შეეხება მომავალი წლის იანვარსა და თებერვალს, შემდეგ კი უფრო გვიანდელ პერიოდს - აპრილს, სწორედ ამ დროისთვის შეიძლება ითქვას, რომ აშშ პოტენციურად, „საერთო ჯამში ვაქცინის 700 მილიონ დოზას იხილავს".

ფაუჩის თქმით, ვაქცინისთვის პრიორიტეტული ჯგუფები პირველ რიგში, სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლები და დაავადების წინაშე ყველაზე დაუცველი პირები იქნებიან.

„ყველა დოზა მაგალითად, დეკემბრის ბოლოსთვის ხელმისაწვდომი არ იქნება, რადგან ისინი თვეების განმავლობაში შემოვა. სავარაუდოდ, 2021 წლის მესამე ან მეოთხე თვეში ვაქცინის დოზები ხელმისაწვდომი ყველასთვის იქნება", - აღნიშნა მან.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო