ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ბათუმში კორონავირუსით ინფიცირებული 200-მდე პირი ბინაზე მკურნალობს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განაცხადებით, დღევანდელი მონაცემებით ბათუმში, კორონავირუსით ინფიცირებული 200-მდე პირი ბინაზე მკურნალობს.

ამის შესახებ მან საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„რა თქმა უნდა, ესენი არიან მსუბუქი და უსიმპტომო პაციენტები. ამასთან, 690 ე.წ. კოვიდ სასტუმროებშია, სადაც ასევე ძირითადად უსიმპტომო და მსუბუქ შემთხვევებს ვმართავთ. ვისაც არ შეუძლია ბინაში თვითიზოლირება, მას სახელმწიფო აძლევს ალტერნატივას, რომ იყვნენ საკარანტინო პირობებში ექიმების დაკვირვების ქვეშ", - განაცხადა გამყრელიძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს