ამირან გამყრელიძე - საქართველოში დღემდე სულ 587 259 „პისიარ“ ტესტია აღებული და აგვისტოს ბოლოდან ტესტირების დინამიკა იზრდება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში დღემდე სულ 587 259 „პისიარ“ ტესტია აღებული და აგვისტოს ბოლოდან ტესტირების დინამიკა იზრდება.

გამყრელიძის განმარტებით, ვისაც ტესტირებას ჩაუტარებენ, პასუხის მიღებამდე აუცილებელია ეს მოქალაქეები თვითიზოლაციაში იყვნენ, რათა დადებითი პასუხის შემთხვევაში გავრცელების რისკი თავიდან ავიცილოთ.

„ქვეყანაში დღემდე ჩაბარებულია 587 259 „პისიარ“ ტესტი. ტესტირების დინამიკა არ მცირდება და ბოლო 1 თვის მონაცემებს მოგახსენებთ: 25 აგვისტოდან 3 სექტემბრამდე პერიოდში, ქვეყანაში საშუალოდ ჩატარებულია 5 568 „პისიარ“ ტესტი. 4-დან 13 სექტემბრამდე ტესტირების დღიური საშუალო მაჩვენებელი იყო 8 466 ტესტი. 14 სექტემბრიდან 23 სექტემბრამდე საშუალოდ გვაქვს 10 232 ნიმუში ანუ აგვისტოს ბოლოდან მოყოლებული ტესტირების დინამიკა არის მზარდი, აქ დამალული არაფერი არ არის და არის ზრდის დინამიკა, თუმცა ლაბორატორიები საკმაოდ დატვირთულია ამიტომ, აჭარაში გარკვეული დაგვიანებაც გვქონდა და ამ ადამიანებს ბოდიშიც მოვუხადე. ამასთან, ყველა ადამიანს, ვისაც ტესტს აუღებენ, აფრთილებენ, რომ სანამ პასუხს მიიღებს, სასურველია თვითიზოლაციაში იყოს, რომ თუ მას დადებითი პასუხი მოუვა, გავრცელების რისკი თავიდან ავიცილოთ“, - განაცხადა გამყრელიძემ.

ზაალ ანჯაფარიძე - ოპოზიციის მიერ დანიელსონის დოკუმენტის რევიზიის მცდელობა მათი კიდევ ერთი უგუნური შეცდომა იქნება, ამ შემთხვევაში, ოპოზიციას დასავლეთის მხარდაჭერის იმედი ნაკლებად შეიძლება ჰქონდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.04.2021
არასტანდარტულ დროში არაკონვენციური გადაწყვეტის როლზე: საქმე ხელშესახები შედეგის მისაღწევად
„ლისი დეველოპმენტისა“ და ჰოლანდიური განვითარების ბანკ - FMO-ს შორის 10-წლიანი წარმატებული თანამშრომლობა დასასრულს მიუახლოვდა
ფინკა ბანკი - ექსკლუზიური პირობები ფერმერებს აგრო სესხებზე
„ხალიკ ბანკი საქართველოს“ გრძელვადიანი რეიტინგის მაჩვენებელი BB დონიდან BB+ დონემდე გაუმჯობესდა
საგაზაფხულო შეთავაზება პროექტისგან “მოედანი“
კრიპტალზე ვიზა და მასტერქარდის გამოყენებით ლარის განაღდება უფასო გახდა
ლიბერთისა და ნიუ ვიჟენის პარტნიორობა - აგრო დაზღვევის ახალი სერვისი ფერმერებისთვის
„ტერასა რეზორთ ბაკურიანის“ განსაკუთრებული შეთავაზება აპარტამენტებზე 30 აპრილამდე გრძელდება