ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, საქართველოში კოვიდინფიცირებულების სამკურნალოდ 3100 საწოლია მობილიზებული, აქედან აჭარაში დაახლოებით 620

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კოვიდინფიცირებულების სამკურნალოდ 3100 საწოლია მობილიზებული, აქედან აჭარაში დაახლოებით 620, საიდანაც 80 თავისუფალია.

როგორც გამყრელიძემ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა, ის პაციენტები, რომელთა მდგომარეობაც მსუბუქი ან უსიმპტომოა, გარდა ხანდაზმულებისა და ბავშვებისა, სახლში ან კოვიდკარანტინში განაგრძობენ მკურნალობას.

„დღეს მსოფლიოში ინფიცირების აქტიური შემთხვევების 1%-ია კრიტიკული. დაახლოებით 10%-მდე არის მძიმე ავადმყოფი. დანარჩენი 90%-მდე არის მსუბუქი და საშუალო სიმძიმის. საქართველო არ არის ამოვარდნილი ამ საერთო სურათიდან. ჩვენთან პროტოკოლით სახლში მკურნალობა შესაძლებელია ძირითადად მსუბუქი და უსიმპტომო შემთხვევების. ვისაც სახლში არ აქვს თვითიზოლაციის საშუალება, ის ადამიანები გადადიან კოვიდკარანტინში. თუმცა კოვიდკარანტინსა და სახლში ხანდაზმულები და ბავშვები არ გადადიან“,- განაცხადა გამყრელიძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა