მიხეილ ჩხენკელი - სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებს, აჭარის გარდა, ყველგან საშუალება ექნებათ, რომ რესურს ოთახში შეხვდნენ მასწავლებელს

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებს აჭარის გარდა, საშუალება ექნებათ, სკოლის ტერიტორიაზე სპეციალურად განკუთვნილი რესურს ოთახებით ისარგებლონ, სადაც პედაგოგებს შედგენილი გრაფიკის მიხედვით შეხვდებიან.

როგორც მინისტრი აცხადებს, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეები პირველი ოქტომბრიდან შეძლებენ პედაგოგებს სკოლის ტერიტორიაზე, სპეციალურად მათთვის განკუთვნილ სივრცეებში შეხვდნენ.

„აჭარაში, განათლების პროცესი ყველა საფეხურზე ნარჩუნდება დისტანციურ ფორმატში. რაც შეეხება სკოლებს, პირველი ოქტომბრიდან თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ზუგდიდში პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით მოსწავლეები ბრუნდებიან საკლასო ოთახებში.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გორში და ფოთში, სადაც როგორც იცით, დისტანციური ფორმატი იყო, პირველი ოქტომბრიდან უკვე ყველა მოსწავლეს ყველა კლასში აქვს საშუალება დაბრუნდეს საკლასო ოთახში.

სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებს, აჭარის გარდა, ყველგან საშუალება ექნებათ, რომ სკოლის ტერიტორიაზე სპეციალურად განკუთვნილ ოთახში, რესურს ოთახში შეხვდნენ მასწავლებელს, ეს უაღრესად მნიშვნელოვანია სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეთათვის, ეს იქნება ერთი-ერთზე შეხვედრები, სპეციალური გრაფიკი, რომელსაც მშობლები სკოლებთან შეათანხმებენ. ესაც ნებადართულია პირველი ოქტომბრიდან ყველა სკოლაში გარდა აჭარისა“,-განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა