ლუიზა ვინტონი - არჩევნების ამ ეტაპზე ბევრად უფრო მშვიდი ატმოსფეროა, რაც შეიძლება გამოწვეული იყოს იმით, რომ ადამიანები დაკავებულები არიან კორონავირუსის თემით

არჩევნების ამ ეტაპზე ბევრად უფრო მშვიდი და წყნარი ატმოსფეროა, რაც შეიძლება გამოწვეული იყოს იმით, რომ ადამიანები დაკავებულები არიან კორონავირუსის თემით, მაგრამ მაინც სასიამოვნოა იმის დანახვა, რომ ნაკლებია სიძულვილის ენის ტირაჟირება,- ამის შესახებ გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელმა საქართველოში ლუიზა ვინტონმა საპარლამენტო არჩევნების მედიამონიტორინგის შუალედური ანგარიშის ონლაინ პრეზენტაციისას განაცხადა. ამასთანავე, მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ უმჯობესდება არჩევნების პროფესიონალურად გაშუქების ხარისხი, მაინც შეინიშნება, მეტად ანალიტიკური გაშუქების საჭიროება.

„მივესალმებით ისეთ გაშუქებას, რომელიც აჩვენებს პლურალისტულ პოლიტიკურ ლანდშაპტს. ბალანსი ჯერ კიდევ რჩება პრობლემურ საკითხად განსაკუთრებით ტელევიზიებისთვის. ამასთანავე, არჩევნების გაშუქების ზოგადი პროფესიონალური მიდგომა გაუმჯებესების მიმართლებით მიდის, თუმცა ჯერ კიდევ ჩანს ანალიტიკური გაშუქების საჭიროება, რომ ჟურნალისტებმა უფრო ღრმად ჩაიხედონ საკითხში, მეტი კითხვა დასვან, გაშუქებისას უნდა გამოიყენონ მეტი წყარო და ერთ წყაროზე დაყრდნობილ რეპორტინგს მოერიდონ. ასევე, უნდა ითქვას, რომ გენდერული ნიშნით სტერეოტიპების გამყარება რჩება პრობლემად. ეს გამოწვევები, რომლებიც აღინიშნა არ გვხვდება მხოლოდ საქართველოს შემთხვევაში, რადგან ბევრი დემოკრატიული ქვეყანა ცდილობს განავითაროს უფრო ობიექტური და ანალიტიკური მედიაგაშუქება,“- განაცხადა ლუიზა ვინტონმა.

მისი თქმით, მედიამონტორინგი მნიშვნელოვანია იმდენად რამდენადაც, სწორედ მედიამ უნდა მიაწოდოს საზოგადოებას მის წინაშე არსებული პოლიტიკური არჩევანის შესახებ ინფორმაცია. ლუიზა ვინტონის შეფასებით, რაც უფრო ინფორმირებულია ელექტორატი, მით უკეთეს არჩევანს აკეთებს.

„ძალიან მიხარია, რომ ჩართულები ვართ საქართველოში წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას მედიამონიტორინგის პროცესში. უნდა ღინიშნოს, რომ გაეროს განვითარების პროგრამა ამ პროცესში უკვე 10 წელია ჩართულია და ეს არის მერვე საყოველთაო არჩევნები, რომელსაც დავაკვირდებით. რომ განვმარტოთ, რატომ არის ეს ამდენად მნიშვნელოვანი, თქვენ იცით, რომ დემოკარტია წარმოდგენილია ყველა შესაძლო ფორმით, თუმცა არ არსებობს დემოკრატია თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გარეშე და არჩევნები არის გზა ამომრჩევლისთვის, დააფიქსიროს თავისი მოსაზრება ქვეყნის მიმართულებასთან, მომავალთან დაკავშირებით, იმის შესახებ თუ საით უნდა, რომ საქართველო განვითარდეს. ეს არის მნიშვნელოვანი არჩევნები იქიდან გამომდინარე, რომ უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში, რაღაცები შეიცვალა, კონკრეტულად, პარლამენტის პოზიცია შეიცვალა კონსტიტუციური ცვლილებები შედეგად, რამაც ის პოლიტიკური ძალაუფლების ცენტრში დააყენა.

რატომ არის ამ კონტექსტში მედიამონიტორინგი ძალიან მნიშვნელოვანი? იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ვეყრდნობით მედიას, რომელმაც საზოგადოებას უნდა მიაწოდოს ინფორმაცია მის წინაშე არსებულ პოლიტიკურ არჩევანთან დაკავშირებით. ვიმედოვნებთ, რომ მედია გაეცნობა კვლევის დასკვნებს, რომელიც რიგ შემთხვევებში შეიძლება კრიტიკული იყოს, მაგრამ მიიღებს ამას სერიოზულად როგორც სხვადასხვა ტიპის მედიის მუშაობის გაუმჯობესების გზას,“- განაცხადა ლუიზა ვინტონმა.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა