რუსეთის საგარეო უწყება - ბულგარეთის მიერ რუსი დიპლომატების პერსონა ნონ-გრატად გამოცხადება თითიდან გამოწოვილ ბრალდებებს ეფუძნება

სოფიას გადაწყვეტილება რუსი დიპლომატების პერსონა ნონ-გრატად გამოცხადების შესახებ ორმხრივ თანამშრომლობას დააზიანებს,- ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

„მწუხარებას გამოვთქვამთ ოფიციალური სოფიას გადაწყვეტილების გამო ბულგარეთში რუსეთის სავაჭრო მისიის თანამშრომლების პერსონა ნონ გრატად გამოცხადების შესახებ, რომელიც თითიდან გამოწოვილ ბრალდებებს ეფუძნება. ჩვენ ამას კონსტრუქციული თანამშრომლობის დაზიანების მიზანმიმართულ მცდელობად განვიხილავთ,“ - აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.

მათივე თქმით, ოფიციალური მოსკოვი საპასუხო ქმედებების შესახებ განცხადებას მოგვიანებით გააკეთებს.

შეგახსენებთ, გუშინ ბულგარეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ორ რუს დიპლომატს პერსონა ნონ-გრატად აცხადებს და ქვეყნიდან აძევებს. საგარეო უწყებამ რუსეთის საელჩოს ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია უკვე მიაწოდა და შესაბამისი ნოტა გაუგზავნა. რუს დიპლომატებს ქვეყნის დასატოვებლად 72 საათი მიეცათ.

ბულგარეთმა წელს უკვე მეორედ დასდო ბრალი ჯაშუშობაში რუსეთის მოქალაქეებს, რომლებიც დიპლომატიური იმუნიტეტით სარგებლობენ. ქვეყნის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, უწყებამ რუსი დიპლომატების ჯაშუშობის დამადასტურებელი ინფორმაცია უკვე მიაწოდა ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს