განათლების მინისტრის განცხადებით, ყველა სკოლა, სადაც სწავლა საკლასო ოთახებში გაგრძელდება, მზადაა, პროცესი სამედიცინო პროტოკოლის მიხედვით წარიმართოს

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, ყველა სკოლა, სადაც სწავლა საკლასო ოთახებში გაგრძელდება, მზადაა, პროცესი სამედიცინო პროტოკოლის მიხედვით წარიმართოს.

როგორც ჩხენკელმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სკოლებში რეკომენდაციები მაქსიმალურად იქნება დაცული.

„ყველა სკოლაში მაქსიმალურად იქნება დაცული რეკომენდაციები, რომელიც ჯანდაცვის სფეროდან მოდის. უზარმაზარი სამუშაო ჩატარდა ჩვენი და კოლეგა სამინისტროების მიერ და ყველა სკოლაში არის სრული აღჭურვილობა და მზაობა იმისთვის, რომ სამედიცინო პროტოკოლი იქნეს დაცული.

სადაც მოსწავლეები შევლენ და სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში განახლდება, სკოლები არის სრულ მზაობაში ამისთვის“,- განაცხადა ჩხენკელმა.

ემილ ავდალიანი - სამხრეთ კავკასიის რეგიონმა დიდი ძალების მეტოქეობის ხანაში შეაბიჯა, დღეს თამაშის ახალი წესები ყალიბდება,  მტკივნეული და გარდამავალი პერიოდია
ქართული პრესის მიმოხილვა 14.04.2021
როგორ ჩატარდება ერთიანი ეროვნული გამოცდები? - შარშანდელ რეკომენდაციებში შესაძლოა, კორექტირება შევიდეს - ინტერვიუ სოფიო გორგოძესთან
გიორგი კეკელიძის ახალი ინიციატივა: აპრილი წიგნის ჩუქების თვედ გამოცხადდეს
თანაბარი განათლება მაღალმთიანი სოფლების ბავშვებს
ვასილ ხოდელი - ლიბერთის ნებისმიერი სესხი გაიცემა საბაზრო პირობებით