თავდაცვის ძალების ყველა სამხედრო ნაწილი უახლესი სპორტული ინვენტარით აღიჭურვება

დღეს, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ვაზიანის მე-4 მექანიზებულ ბრიგადაში იმყოფებოდა, სადაც პირადად გაეცნო სამხედრო ბაზის უახლესი სპორტული ინვენტარითა და თანამედროვე სანტექნიკით აღჭურვის პროცესს. უწყების წარმომადგენლებმა ბრიგადის სამწყობრო მოედანზე გამოფენილი მსოფლიოს წამყვანი ბრენდების მიერ (იტალიური Technogym, FERRO, გერმანული DHZ FITNESS, ამერიკული MATRIX) წარმოებული მაღალი ხარისხის სავარჯიშო მოწყობილობები დაათვალიერეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, მაღალი ხარისხისა და ხანგრძლივ ექსპლუატაციაზე გათვლილი სპორტული ინვენტარი საქართველოს მასშტაბით არსებულ ყველა ქვედანაყოფში დამონტაჟდება.

„საქართველოს თავდაცვის ძალების ბაზებზე სპორტული დარბაზების განახლება და თანამედროვე ინვენტარით აღჭურვა სამხედროებში ფიზიკური შესაძლებლობების გაუმჯობესებასა და ქვედანაყოფებში სხვადასხვა სპორტული სახეობის პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს.

დღესვე, თავდაცვის მინისტრმა ბრიგადის ტერიტორიაზე არსებული ახლად გარემონტებული ყაზარმების სველი წერტილები დაათვალიერა, სადაც უკვე დამონტაჟებულია გერმანული კომპანიის „GROHE“-ს წარმოების თანამედროვე სანტექნიკა და სააბაზანო ინვენტარი. მსოფლიო ბრენდების უმაღლესი ხარისხის თანამედროვე სანტექნიკა და სააბაზანო ინვენტარი ყველა ბაზაზე მონტაჟდება.

საქართველოს თავდაცვის უწყებაში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში სამხედრო ბაზების სრული მოდერნიზაცია მიმდინარეობს. თავდაცვის მინისტრის მიერ გაცხადებული ინფრასტრუქტურული განვითარების პოლიტიკა ნატოს წამყვანი ქვეყნების სტანდარტთან გათანაბრებას გულისხმობს. ამ მიზნით, თავდაცვის ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფში, ღია და დახურულ სივრცეებში არსებული მულტიფუნქციური სტადიონებისა და სავარჯიშო დარბაზების სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოებთან ერთად, სპორტული სივრცეები ახალი, უმაღლესი ხარისხის სავარჯიშო მოწყობილობებით აღიჭურვება.

თავდაცვის ძალების სამხედრო ბაზებზე ინფრასტრუქტურული პროექტები ინტენსიურად მიმდინარეობს. წლის ბოლომდე 60 ლოკაციაზე მოხდება ყველა მოქმედი ყაზარმისა და სასადილოს, დაახლოებით, 250-მდე ობიექტის სრული რეაბილიტაცია.

თავდაცვის მინისტრთან ერთად, ვაზიანის მე-4 მექანიზებულ ბრიგადაში თავდაცვის მინისტრის მოადგილე ჯუანშერ ბურჭულაძე, თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, გენერალ-მაიორი ზაზა ჩხაიძე და აღმოსავლეთის სარდლობის სარდალი, პოლკოვნიკი როლანდ ძნელაძე იმყოფებოდნენ”,-აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ვიდეო:თავდაცვის მინისტრმა სპორტული ტექნიკა დაათვალიერა

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს