ირმა ჭკადუა - იაკობ ბრეგვაძეს ჩხუბში მონაწილე კონკრეტული პირების ამოცნობა არ შეუძლია, თუმცა, ადასტურებს, რომ 8 პირი ჩხუბში მონაწილეობდა

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაზარალებული ფოტოგრაფის იაკობ ბრეგვაძის ადვოკატის განცხადებით, ბრეგვაძეს ჩხუბში მონაწილე კონკრეტული პირების ამოცნობა არ შეუძლია, თუმცა, ადასტურებს, რომ 8 პირი ჩხუბში მონაწილეობდა.

ჭკადუას თქმითვე, იაკობ ბრეგვაძემ არ იცის, ხიდის ქვეშ რა მოხდა, ვინაიდან ეს არ დაუნახავს.

"იაკობ ბრეგვაძემ უამარავ კითხვას უპასუხა, როგორც ბრალდების მხარის, ასევე ჩემი პატივცემული კოლეგების. ყველასთვის ცნობილია, რომ იაკობ ბრეგვაძეს არასდროს, არც ერთ კომენტარში, მათ შორის, არც ჩვენებაში არ უთქვამს, რომ მას კონკრეტული პირების ამოცნობა შეუძლია. შესაბამისად, მსგავსი საუბარი არ ყოფილა. იაკობ ბრეგვაძემ თქვა, რომ იმ 8 ადამიანის სახელი და გვარები არ იცის, მათი ამოცნობა არ შეუძლია, მაგრამ თითოეული მათგანი ჩხუბში იღებდა მონაწილეობას. მან დაინახა მოქნეული ხელები, მაგრამ კონკრეტულ ადამიანს ხვდებოდა თუ არა, ეს არ დამინახავსო. "ტოიოტას" მგზავრებთან დაკავშირებითაც იყო კითხვები, ეს ლოკაციის სხვა ადგილი იყო, როცა კიბიდან ჩამოვიდა, დაინახა ფანჯრიდან ორი ადამიანი, რომელიც ფეხზე იდგა, სავარაუდოდ, მისიანები. ამ დროს გაჩერდა ავტომანაანა, დაიწყო ჩხუბი, აბრუნდა უკან და არაფერი უნახავს.

ხიდის ქვეშ რა ხდებოდა, ამას ბრეგვაძე ვერასდროს დაინახავდა და არც არასდროს უთქვამს. საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს, მან თქვა, რომ ბათუმისკენ მიმავალ გზაზე, აივანზე დგომისას დაინახა, მეორე მხარეს, ანუ დასავლეთისკენ მიმავალ გზაზე თეთრპერანგიანი ადამიანი, რომელიც ივარაუდა, რომ იყო ახვლედიანი. ხოლო დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ მიმავალ გზაზე დაინახა ორი ადამიანი. ეს არ ხდებოდა ხიდის ქვეშ, ეს ხდებოდა ზედ ხიდზე, შესაბამისად, ხიდის ქვეშ რა ხდებოდა, არ დაუნახავს, არ იცის“, - განაცხადა ჭკადუამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო