რატი იონათამიშვილი - წინასაარჩევნო გარემოზე კრიმინალური და რადიკალური ოპოზიციის მხრიდან ბრალდებები ხელმოცარული ოპოზიციის ტაქტიკაა

წინასაარჩევნო გარემოზე კრიმინალური და რადიკალური ოპოზიციის მხრიდან ბრალდებები არის ხელმოცარული ოპოზიციის ტაქტიკა, რომ მათ ყველაფერი უნდა დააბრალონ „ქართულ ოცნებას", - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციამ, რომელიც ძალადობრივ წინასაარჩევნო გარემოზე საუბრობს, ფაქტები უნდა წარუდგინოს შესაბამის ორგანოებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათი საუბარი იქნება „ურეიტინგო პარტიების თვითაქტუალიზაციის მცდელობა წინასაარჩევნოდ".

„ჩვენი საზოგადოებაც და საერთაშორისო პარტნიორებიც ხედავენ, რომ წინასაარჩევნო კამპანია მიმდინარეობს მშვიდ და სამართლიან გარემოში, ჩვენი უმთავრესი ინტერესი არის, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები დემოკრატიულობის და გამჭვირვალეობის ხარისხით იყოს სამაგალითო. ჩვენ მადლობას მოვახსენებთ საერთაშორისო პარტნიორებს, რომ ამ მიმართულებით არიან ძალიან აქტიურები. თუ სადმე რაიმე კონკრეტული შემთხვევა იქნება, ცხადია, ამაზე იქნება ადეკვატური რეაგირება.

რაც შეეხება კრიმინალური და რადიკალური ოპოზიციის მხრიდან ბრალდებებს „ქართული ოცნების" მიმართ, ეს ცხადია, არის ხელმოცარული ოპოზიციის ტაქტიკა, რომ მათ ყველაფერი უნდა დააბრალონ „ქართულ ოცნებას", ეს არ გამოუვათ, საზოგადოება და პარტნიორებიც კარგად ხედავენ ვის სურს ამ არჩევნებზე რადიკალიზაცია და შეგახსენებთ მიხეილ სააკაშვილის გამცხადებას, რომ მას არ სურს არჩევნები და სურს რადიკალიზაცია, ეს არის მისი სიტყვები,"- განაცხადა იონათამიშვილმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს