ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ცესკო-ს წევრ დავით კირთაძეს მის დისკრედიტაციის მცდელობაში ადანაშაულებს

ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ბერდია ლომიძე ცესკოს წევრ დავით კირთაძეს მის დისკრედიტაციის მცდელობაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ რეაგირებას სამართლებრივი გზით მოახდენს.

როგორც ბერდია ლომიძე, „ფეიბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს, 18 სექტემბერს, ტელეკომპანია „მთავარ არხზე“ გავიდა რეპორტაჟი, რომელშიც გაშუქდა ცესკო-ს 2020 წლის 18 სექტემბრის სხდომაზე განვითარებული მოვლენები. ლომიძის განმარტებით, აღნიშნულ სხდომაზე ცესკოს წევრმა, დავით კირთაძემ წარადგინა სოციალურ ქსელ „ფეისბუქიდან“ აღებული ფოტომასალა, რომლის წარდგენით დავით კირთაძეს ჰქონდა მცდელობა მოეხდინა საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციისა და მისი დისკრედიტაცია.

„ამით ის ამტკიცებდა, რომ თითქოს ფოტოები არის უახლოეს პერიოდში გადაღებული და ამით ხაზს უსვამდა იმ გარემოებას, რომ თითქოს ამჟამად დავდივარ „ქართული ოცნების” შტაბში და ვიღებ დავალებებს.

განვმარტავ, რომ აღნიშნული ფოტოები გადაღებულია 2017-2019 წწ.-ში, ხოლო N60 ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი ვარ 2020 წლის 9 ივნისიდან. ჩემს საქმიანობაში ვარ მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი. გასული პერიოდის კანონიერ საქმიანობას არავითარი შემხებლობა არა აქვს დღევანდელ პოზიციასთან და არ შეიძლება გახდეს ჩემი საქმიანობის შეფასებისა და შეზღუდვის საფუძველი.

საარჩევნო კოდექსის შესაბამისად, საარჩევნო კომისიის წევრი არ არის მისი დამნიშვნელი/ამრჩევი სუბიექტის წარმომადგენელი. იგი თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და ემორჩილება მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციას, კანონსა და შესაბამის კანონქვემდებარე აქტებს.

შესაბამისად, დამოუკიდებლობის პრინციპის დაცვა და სწორი ფაქტების გახმოვანება მოეთხოვება საარჩევნო ადმინისტრაციის ყველა თანამშრომელს.

შესაბამისად, საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციისა და ჩემი დისკრედიტაციის მცდელობაზე ვაპირებ შესაბამის კანონიერ რეაგირებას“, - წერს ლომიძე.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს