მამუკა ხაზარაძე - „ქართულ ოცნების“ ლიდერებიდან ყველას, განსაკუთრებით მის თავმჯდომარეს ვიწვევ დებატებში, რადგანაც დავამთავროთ ის მარაზმი, რაც დაამკვიდრეთ

პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე „ქართული ოცნების“ ლიდერებს, მათ შორის, პარტიის თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს დებატებში იწვევს.

როგორც პოლიტიკური გაერთიანების „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ ბრიფინგზე განაცხადა, მათ აქვთ გეგმა, რომელიც საშუალებას მისცემს ქვეყანას მძიმე მდომარეობიდან გამოვიდეს.

მამუკა ხაზარაძემ „ქართული ოცნების“ ლიდერებს მიმართა „ნუ იმალებიან“, მიიღონ მონაწილეობა დებატებში.

„კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, ნუ იმალებით, ჩვენ მზად ვართ ნებისმიერ დონეზე დებატებისთვის, მზად ვართ ავიღოთ პუხისმგებლობა ჩვენი „მარშალის გეგემის“ განხორციელებაზე. მზად ვართ ავიღოთ პასუხისმგებლობა იმაზე, თუ როგორ გამოვიდეს ქვეყანა უკვე გრძელვადიან სიტაუციაში, როგორ აშენდეს ეს ქვეყანა, როგორც ერთი სერიოზული სახელმწიფო.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, პასუხისმგებლობას ვიღებ იმაზე, რომ ჩვენ ვიცით როგორ დავასტაბილუროთ ეს ძალიან მძიმე მდგომარეობა. ამიტომ ყველას, „ქართულ ოცნების“ ლიდერებიდან, განსაკუთრებით მის თავმჯდომარეს ვიწვევ დებატებში, რადგანაც დავამთავროთ ის მარაზმი, რაც ქვეყანაში დაამკვიდრეთ“,-განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს