„ალდაგმა“ ეროვნულ ბიბლიოთეკასთან ერთად პროექტი „პოსტერების ციფრული საცავი“ განახორციელა

„ალდაგი“ 30 წლისაა. ამ თარიღის აღსანიშნად სადაზღვევო კომპანია „ალდაგმა“ ეროვნულ ბიბლიოთეკასთან ერთად პროექტი „პოსტერების ციფრული საცავი“ განახორციელა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ კომპანიიდან აცნობეს, Poster.aldagi.ge ეს არის ონლაინ სივრცე, სადაც თავმოყრილი და ყველასთვის ხელმისაწვდომია მეოცე საუკუნის უნიკალური შინაარსისა და დიზაინის პლაკატები, რომლებიც დამატებით ისტორიულ მასალას იძლევა, როგორც ეპოქის შესასწავლად, ისე წარსულთან რეფლექსიისთვის.

ვებგვერდი poster.aldagi.ge თანამედროვე ციფრული გალერეაა, რომელიც რამდენიმე მიმართულებას აერთიანებს. ერთი მხრივ, გალერეაში ხელმისაწვდომია საბჭოთა პერიოდის პროპაგანდისტულ პლაკატები, მეორე მხრივ, სარეკლამო შინაარსის პოსტერები, რომლებიც ასევე საკმარის ინფორმაციას იძლევა სისტემის რაობასა და სოციალურ ტრენდებზე. აქვე დამთვალიერებელს შეუძლია ნახოს აფიშები, დათარიღებული 60იანი წლებიდან 90-იან წლებამდე.

„ხელში ჩაგვივარდა საბჭოთა დროის პოსტერები, რომლებიც რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, დაზღვევას ეხებოდა. მივხვდით, რომ ბევრი რამ არ ვიცით, არა მხოლოდ დაზღვევის მაშინდელ გაგებაზე, არამედ ზოგადად ეპოქაზე. ფართო საზოგადოებისთვის დღემდე უცნობი იყო ეროვნული ბიბლიოთეკის არქივებში დაცული პოსტერების ათასობით ვერსია, რომელიც საჯაროობას და ხელმისაწვდომობას იმსახურებდა. ასე შეიქმნა პოსტერების ციფრული არქივი, იმისთვის, რომ პროექტი წარსულში არ დარჩენილიყო, გადავწყვიტეთ დაგვემატებინა ახალგაზრდა დიზაინერების ნამუშევრები, რომლებიც უკვე თანამედროვეობას და ჩვენს დროში არსებულ პრობლემებს ეხება“,- განაცხადა „ალდაგის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა, ქეთევან მაღალაშვილმა.

კომპანიის განცხადებით, „ალდაგმა“ 5-მდე დიზაინერთან იმუშავა იმისათვის, რომ პროექტში ასახულიყო თანამედროვეობისთვის აქტუალური საზოგადოებრივი, კულტურული, სოციალური თუ სხვა საკითხები. შედეგად, შეიქმნა ახალი პოსტერების სერია, რომელიც კარგად ასახავს დღეს არსებულ პრობლემებს თუ სოციალურ ტრენდებს. ახლად შექმნილი პოსტერები ეხება თანასწორობის, ადამიანის უფლებების, ოკუპაციის, თვითრეალიზაციის, ახალგაზრდების წინაშე არსებული გამოწვევების თემებს.

პლატფორმა ღიაა ყველა იმ არტისტისა და ხელოვანისთვის, ვისაც სურვილი აქვს ჩვენს დროში არსებული პრობლემა თუ საკითხი პლაკატის ფორმატში გადმოსცეს და ამ გზით გამოხატოს საკუთარი იდეა.

Poster.aldagi.ge მუდმივად განახლდება და მას ახალი ციფრული მასალა დაემატება.

ტოომას ჰენდრიკ ილვესი - არ გჭირდებათ ევროკავშირის დროშების ყველგან აღმართვა, თუ მის ღირებულებებს არ იზიარებთ - სიტყვების თქმით: ”ჩვენ ევროპელები ვართ“, ევროკავშირში ავტომატურად ვერ შეხვალთ
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2021
ლევან დოლიძე - რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ვაშინგტონსა და ბრიუსელში ჩვენს შიდა პრობლემებზე მსჯელობა, მით უფრო გაგვიჭირდება მათთან იმ საკითხებზე საუბარი, რასაც ქვეყნის ინტერესები მოითხოვს
ბექა ნაცვლიშვილი - როგორც ჩანს, "ქართული ოცნება“ ემზადება მოლაპარაკების მესამე რაუნდისთვის და აგრძელებს კომუნიკაციას ევროკავშირთან, ამის შედეგი კი იქნება ის, თუ რა მოხდება მელიას გადადებულ სასამართლოზე
კახა ოქრიაშვილი - 15 მაისის აქციის სამზადისში აქტიურად ვარ ჩართული
ხარისხი გარანტირებულია: "კარფური" „მასტერშეფის“ ახალი სეზონის გენერალური სპონსორი და მხარდამჭერი გახდა