რატი იონათამიშვილი - „ნაცმოძრაობას“ დაკარგული აქვს უნარი, რომ რაიმე სიახლე შემოიტანოს, ეს არის წარსულის პარტია

"ნაციონალური მოძრაობა" არის პარტია, რომელსაც განახლების უნარი არ გააჩნია, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა ჟურნალისტებთან "ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარობის კანდიდატების შეფასებისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მათ მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენით საზოგადოებას ვერანაირი სიახლე ვერ შესთავაზეს.

"მათი სავიზიტო ბარათი არის წარსული, რომელიც მათთვის ძალაუფლებასთან, საზოგადოებისთვის კი უმძიმეს დანაშაულებთან ასოცირდება.

ამ პარტიაში მაჟორიტარობის კანდიდატად ვინ ვის ჩაანაცვლებს, ამას ჩვენთვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან მათ აერთიანებთ უმძიმესი წარსული, რომელიც საზოგადოებისთვის ასოცირდება უმძიმეს დანაშაულებთან. ჩვენ ვხედავთ, რომ ამ პარტიას დაკარგული აქვს იმის უნარი, რომ რაიმე სიახლე შემოიტანოს და ეს არის წარსულის პარტია,"- განაცხადა იონათამიშვილმა.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა