ევროკომისარი ჯანდაცვის საკითხებში - კოვიდ 19-ის შემთხვევების მატება ევროპაში გრიპისა და კორონავირუსის ინფექციის ორმაგი ეპიდემიის რისკს ზრდის

კოვიდ 19-ის შემთხვევების მატება ევროპაში გრიპისა და კორონავირუსის ინფექციის ორმაგი ეპიდემიის რისკს ზრდის,- ამის შესახებ ევროკომისარმა ჯანდაცვის საკითხებში სტელა კირიაკიდესმა განაცხადა.

„გადამწყვეტ მომენტში ვართ, აშკარაა, რომ კრიზისი უკან არ მოგვიტოვებია“, - აღნიშნა სტელა კირიაკიდესმა.

მან მთავრობებს მოუწოდა, მოქალაქეებს გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთებისკენ და სოციალური დისტანცირების ზომების დაცვისკენ მოუწოდონ.

„ეს ჩვენი უკანასკნელი შანსი იქნება იმისთვის, რომ გასული გაზაფხულის გამეორება ავიცილოთ თავიდან,“- აღნიშნა ევროკომისარმა.

ცნობისათვის, ევროპაში, ყოველწლიურად, სეზონური გრიპით 4-50 მილიონი ადამიანი ავადდება. 15 000-დან 70 000-მდე პაციენტი კი გრიპთან დაკავშირებული მიზეზების გამო იღუპება.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა