ირანში კორონავირუსის 3 521 ახალი შემთხვევა დადასტურდა და 175 ადამიანი გარდაიცვალა

ირანში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 3 521 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 436 319-მდე გაიზარდა,- შესაბამის მონაცემებს ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ამავე მონაცემების თანახმად, ირანში კოვიდ 19-ს კიდევ 175 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვმა 25 015-ს მიაღწია.

რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, ირანში, კოვიდ 19-სგან, საერთო ჯამში, 367 829 პაციენტი განიკურნა.

აღსანიშნავია, რომ დაინფიცირებული მოქალაქებისგან 3 957-ის მდგომარეობა მძიმეა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს