შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ ნიკოლოზ ცუცქირიძის ადვოკატის განცხადებით, ფოტოგრაფ იაკობ ბრეგვაძის ჩვენება სასამართლომ არ უნდა გაიზიაროს

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებულის, ნიკოლოზ ცუცქირიძის ადვოკატის არჩილ ბერიანიძის განცხადებით, ფოტოგრაფ იაკობ ბრეგვაძის ჩვენება სასამართლომ არ უნდა გაიზიაროს.

როგორც ბერიანიძე განმარტავს, ბრეგვაძეს გამოკითხვის არცერთ ოქმში ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე ერთი სიტყვაც კი არ აქვს ნათქვამი.

ადვოკატის თქმითვე, დღეს იაკობ ბრეგვაძემ განაცხადა, რომ ჩხუბში 13 პირი მონაწილეობდა, რაც თავად ბრალდების მხარის ყველა ვერსიას ეწინააღმდეგება.

"იაკობ ბრეგვაძის ჩვენება არ არის გასაზიარებელი, რადგან მისი ჩვენება ეწინააღმდეგება გამოძიების პროცესში მიცემულ ინფორმაციას. ბრეგვაძე გამოკითხულია რამდენჯერმე,

მას ერთხელაც კი არ აქვს ხიდის ეპიზოდზე ნათქვამი, რომ მან შენიშნა რაიმე სახის დაპირისპირება, ან ფიზიკური ძალადობა. საუბარი მაქვს "მერსედესის" ინციდენტზე. დევს ორი გამოიკითხვის ოქმი, სადაც ბრეგვაძე ფიზიკურ დაპირისპირებაზე არ საუბრობს. გარდა ამისა, მე დავუსვი მოწმეს კითხვა, თუ შეესწრო დაპირისპირებას და რამდენი პირი იღებდა მონაწილეობას, რაზეც განაცხადა, რომ იყო 13 პირი, რაც წარმოუდგენელია და სცილდება ბრალდების აბსურდულ ვერსიას. საქმეში მონაწილე ყველა პირის ადვოკატს თუ დაუსვამთ კითხვას, დაადასტურებენ, რომ ბრეგვაძემ განაცხადა, როდესაც ის წამიერად შემობრუნდა, დაინახა 13 პირი. მას ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ნ.ც. არც ერთ ეპიზოდში არ უხსენებია", - განაცხადა ბერიანიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა