გიორგი ვაშაძე - გადავარჩინოთ ეკონომიკა და გადავარჩინოთ შიმშილს ადამიანები, ამისთვის დაუყოვნებლივ უნდა გადაიდგას ის ნაბიჯები, რომელსაც ჩვენ ვთავაზობთ ჩაფლავებულ მთავრობას

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ქვეყანაში შექმნილი მძიმე დგომარეობიდან დაღწევის 6 თვიანი სტრატეგიულ გეგმა წარმოადგინა, რომელიც 3 მნიშვნელოვანი ინციატივისგან შედგება, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „სტრატეგია აღმაშენებლიდან“ აცნობეს.

ვაშაძის განცხადებით, „დამსხვრეული ოცნებების“ მთავრობის მიერ გადადგმულმა ნაბიჯებმა ქვეყნის ეკონომიკა კრიზისამდე მიიყვანა და „სტრატეგია აღმაშენებელი“ რეალობის შეცვლას ეკონომიკის მყისიერი რეანიმაციით გეგმავს.

„სამწუხაროდ, დამსხვრეული ოცნებების ხელისუფლების მიერ გადადგმულმა ნაბიჯებმა საშინელ კრიზისამდე მიიყვანა ეკონომიკა და ცალსახად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბოლომდე ჩაფლავდა ყველა ის ე.წ ღონისძიება, რაც მათ გააკეთეს. ლარის კურსი ყოველდღიურად დრამატულად ეცემა, 220 000-მა ადამიანმა დაკარგა სამუშაო ადგილი, მცირე და საშუალო ბიზნესი გაბანკროტებულია, საზღვრების ჩაკეტვამ მოგვიტანა ის რეალობა, რომ უფრო გაიზარდა კორონავირუსის მაჩვენებელი, მოქალაქეები უბრალოდ თავის სესხებს ვეღარ იხდიან და 220 მილიონის ქონება უკვე გადაიფორმა საბანკო სექტორმა და ფაქტობრივად, ტოტალური გაკოტრება ხდება ქვეყანაში, შიმშილი, რომელიც აწუხებს მოსახლეობის 8,2%-ს, სამსახური, რომელიც ფაქტობრივად აღარავის აღარ აქვს ქვეყანაში და უმძიმეს ვითარებაშია. ამის ფონზე გამოდის ჩაფლავებული პრემიერ-მინისტრი და გვეუბნება, რომ საქართველოს მოდელი თურმე საჩხერის მოდელი ყოფილა, ეს არის კიდევ ერთი დიდი დარტყმა ქართულ ეკონომიკაზე და როცა ჩვენ ვხედავთ, რომ ლარის კურსი კიდევ უფრო ეცემა, სწორედ ასეთი უაზრო, არაპროფესიონალური, არაფრის მთქმელი განცხადებების შედეგია ეს ყველაფერი,” - განაცხადა ვაშაძემ.

გიორგი ვაშაძემ ხელისუფლების მიერ გადაგმული ნაბიჯების ჩამონათვალი წარმოადგინა, რომელიც „მხოლოდ მათ ახლობლებისა და მეგობრების ბიზნესს დაეხმარა“.

„45 მილიონი გადაურიცხეს მათთან დაკავშირებულ კომპანიებს, რომლებმაც შემდეგ ეს ფული დაუბრუნეს საარჩევნო ბიუჯეტში, სესხის სუბსიდირება მისცეს მხოლოდ იმ კომპანიებს, რომლებიც მათთან არიან დაკავშირებული და რეალურად, არც ერთი თეთრი არ წავიდა სასტუმროების მეპატრონეებზე, რომლებსაც მართლაც სჭირდებოდათ დახმარება, რომლებიც მათთან არ იყვნენ დაკავშირებული და უამრავი არასწორი ნაბიჯი, გახსოვთ ჩვენი მოთხოვნა ტესტირებასთან დაკავშირებით არ გააკეთეს და დღესაც არ არის მასობრივი ტესტირება გამართული, ყოველდღე ნაკლები ტესტია და კორონათი ინფიცირებულთა რაოდენობა კიდევ უფრო იზრდება, გახსოვთ საზღვრის გახსნაზე კოვიდ პასპორტის შეთავაზება, რომელიც არ გააკეთეს და სამწუხაროდ, უმძიმესი მდგომარება შეიქმნა და ისევ მოსახლეობა ზარალდება,” -განაცხადა გიორგი ვაშაძე

მან მთავრობასა და მოქალაქეებს შემდგომი ექვსი თვის მანძილზე გადარჩენის გეგმა შესთავაზა.

“გადავარჩინოთ ეკონომიკა, შიმშილს გადავარჩინოთ ხალხი, დაუყოვნებლივ უნდა გადაიდგას ის სამი ნაბიჯი, რომელსაც ჩვენ ვთავაზობთ ჩაფლავებულ მთავრობას და რაც მთავარია, საქართველოს მოქალაქეებს: პირველი არის ის, რომ პრობლემურ სესხებთან დაკავშირებით მინიმუმ 6 თვის მანძილზე დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და მონატორიუმი უნდა გამოცხადდეს აღსრულებასა და ქონების გადაფორმებაზე, ეს არის საგანგებო ვითარება, ფორს მაჟორი, რაც ქვეყანაშია და ექვსი თვის მანძილზე არანაირი ქონების გადაფორმება არ უნდა მოხდეს იმიტომ რომ, უბრალოდ ქუჩაში დარჩენილ ხალხს ჩვენ ვეღარ ვუშველით. აქ ვგულისხმობთ მცირე და საშუალო ბიზნესს, ბინის მეპატრონეებს და ა.შ

მეორე მნიშვნელოვანი ინიციატივა, რაც ჩვენ გვაქვს ეს არის, რომ ჩვენი მეგობარი ქვეყნების მიერ გამოყოფილი 5 მილიარდიანი ფონდიდან შეიქმნას 500 მილიონიანი ფონდი, რომლითაც დასუბსიდირდება აბსოლუტურად ყველა სესხის პროცენტი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის და ფიზიკური პირებისთვის, რა თქმა უნდა, არა მსხვილი ბიზნესისთვის, რომელსაც ისენი დღესაც უსიბსიდირებენ სესხს. ანუ თანხა, რომელიც გამოიყო ჩვენი ამერიკელი და ევროპელი მეგობარი ქვეყნებისგან, მოხმარდეს ყველაზე მძიმე მდგომარეობაში მყოფ ხალხს. აქ ვგულისხმოთ იმას, რომ 500 მილიონიანი ფონდით დასუბსიდირდეს ისეთი ბიზნესები, როგორიც არის სასტუმროს ბიზნესი, რესტორნები, ფიზიკური პირები, როგორიც არის ფიზიკური პირები, რომლებას გირაოში ჰქონდათ ჩადებული საკუთარი ქონება მცირე და საშუალო ბიზნესის წამოწყებისთვის ან თუნდაც ნებისმიერი სხვა შემოსავლისთვის. ასევე ყველა იმ ადამიანისთვის ვინც დაკარგა სამუშაო ადგილი, იმიტომ, რომ ამ კატასტროფული ფსიქოლოგიური მდგომარეობიდან მაქსიმალურად ვიხსნათ ქვეყანა.

მესამე - აბსოლუტურად ყველა პენსიონერს უნდა ჩამოეწეროს სესხის პროცენტი, უსამართლოდ მაღალი 36-40%-იანი სესხის პროცენტი, ეს არის კომპლექსური გზა, რომელიც იმ ნეგატიურ ფონს შემოატრიელებს პოზიტივისკენ და დაგვეხმარება ლარის კურსის გამყარებაშიც და რაც მთავარია, გადავარჩენთ გაბანკროტებისგან და შიმშილისგან ძალიან ბევრ მოქალაქეს და ადამიანს,“ - აცხადებს გიორგი ვაშაძე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა