„ერთიანი საქართველოს“ წევრი - მნიშვნელოვანია, რომ ნინო ბურჯანაძე ზუგდიდში აფხაზეთის დევნილ საზოგადოებას შეხვდა

ზუგდიდი ყოველთვის იყო ხიდი აფხაზეთთან. ზუგდიდი ყოველთვის იყო პირველი ქალაქი, რომელმაც ძნელბედობის ჟამს, საკუთარი სახლებიდან იძულებით გადმოხვეწილი აფხაზეთის ხალხი შეიკედლა და საკუთარ სახლებში შეუშვა, – ამის შესახებ ზუგდიდში წინასაარჩევნო შეხვედრაზე „ერთიანი საქართველოს“ წევრმა დავით ეხვაიამ განაცხადა.

შეხვედრას ესწრებოდა აფხაზეთის დევნილი საზოგადოების ნაწილი, ყურადღება გამახვილდა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გზებზე, ქართულ-აფხაზური დიალოგის დაწყებაზე და კონფლიქტის მოგვარებზე.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ნინო ბურჯანაძე ზუგდიდში შეხვდა აფხაზეთის დევნილ საზოგადოებას. მათ შორის საკმაოდ გურწრფელი და უშუალო საუბარი შედგა. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ნინო ბურჯანაძე შეძლებს ქართველ და აფხაზ ხალხებს შორის ჩატეხილი ხიდის აღდგენას!

მოგეხსენებათ, რომ ზუგდიდში ცხოვრობენ დიდი რაოდენობით დევნილები აფხაზეთიდან, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა ენდობა ნინო ბურჯანაძეს და მის პოლიტიკურ გუნდს „ერთიან საქართველოს“, ისინი დარწმუნებულები არიან , რომ ნინო ბურჯანაძე არ დაიშურებს არც ძალას და არც გამოცდილებას იმისთვის, რომ ჩვენ, მშვიდობიანი გზით დავუბრუნდეთ საკუთარ სახლებს. ჩვენს აფხაზ ძმებთან კვლავინდებურად უნდა ვიყოთ ერთად ერთიანი ჭირშიც და ლხინშიც. ეს არის დღეს ჩვენი საზოგადოების შეკვეთა და ამას წინ ვერაფერი აღუდგება, - აცხადებს დავით ეხვაია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა