ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ძირეული ცვლილებებია საჭირო

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ძირეული ცვლილებებია საჭირო, რომელიც არჩევნებზე განხორციელდება. მან ხელისუფლების პოლიტიკა გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში ეკონომიკური მდგომარეობა გაუარესდა.

"ჩვენ 8 წლის განმავლობაში ვხედავთ ეკონომიკის და შესაბამისად, ლარის დასუსტებას მაღალი გადასახადებით, ზედმეტი ბიუროკრატიითა და რეგულაციებით. შესაბამისად, აქედან გამოსავალი არის 3: ეს არის დაბალი გადასახადები, ნაკლები ბიუროკრატია და რეგულაციები, ასევე მიუკერძოებელი სასამართლო, ოღონდ ეს ყველაფერი რომ განხორციელდეს და ამან გარდამტეხი ეკონომიკური და სოციალური ცვლილებები მოიტანოს ჩვენს ქვეყანაში, სჭირდება გარდამტეხი პოლიტიკური ცვლილება 31 ოქტომბერს, რომელიც აუცილებლად მოხდება",-განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა