ლევან კობერიძე - ჯანდაცვის სამინისტროს და შესაბამისი სტრუქტურებს გრიპის 140 000-მდე  ვაქცინა აქვს შესყიდული, რაც საკმარისი არ არის

ჯანდაცვის სამინისტროს და შესაბამისი სტრუქტურებს გრიპის მხოლოდ 140 000- მდე ვაქცინა აქვს შესყიდული, რაც არანაირად საკმარისი არ არის რისკ- ჯგუფების ვაქინაციისთვის,- ამის შესახებ “ლელოს” წევრმა ლევან კობერიძემ პარლამენტში, ჯანდაცვის ექსპერტებთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ჯანდაცვის სექტორი შესაძლოა, სერიოზული პრობლემის წინაშე აღმოჩნდეს, რადგან ჯანდაცვის სამინისტრო საჭირო ნაბიჯებს არ დგამს. დეპუტატის თქმით, ექსპერტებთან შეხვედრაზე სწორედ არსებულ პრობლემებზე იმსჯელეს და იმისათვის, რომ გრიპისა და კოვიდ 19- ის ზედდება იქნას თავიდან აცილებული, რეკომენდაციებს ჯანდაცვის სამინისტროს მიაწვდიან.

"სულ ამ დროისთვის შემოტანილია 140 000 ვაქცინა, ამ დროს, ექსპერტების შეფასებით, რისკ- ჯგუფების რაოდენობა შეადგენს დაახლოებით ნახევარ მილიონ ადამიანს სხვადასხვა პროფესიით. მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფომ უზრუნველყოს მაქსიმალური კომუნიკაცია მოსახლეობასთან ვაქცინაციის აუცილებლობასთან დაკავშირებით. ეს არის ის თემა, რომელიც დღეს განვიხილეთ, იმისათვის, რომ რეკომენდაციები იყოს გაცემული ჯანდაცვის სამინისტროს მიმართ და წინასწარ გავაკეთოთ კონცენტრაცია იმ პრობლემაზე, რომელიც შეიძლება დაუდგეს ჯანდაცვის სისტემას და მოსახლეობას. ჩვენ დღევანდელი შეხვედრის შემდეგ ჯანდაცვის სამინისტროს ვთავაზობთ კონკრეტულ ნაბიჯებს, თუ რა უნდა გააკეთოს ჯანდაცვის სამინისტრომ რომ მინიმალურად შეამციროს რისკი კოვიდ 19- ის და გრიპის ზედდების. ჩვენ სამწუხაროდ ვერ ვხედავთ, ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან ამ მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებს. აუცილებელია დამატებით ვაქცინების შემოტანა და აქტიური საკომუნიკაციო საინფორმაციო კამპანიის წარმოება,"- განაცხადა კობერიძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა