გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 25 სექტემბერს აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.

კერძოდ, „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ცნობით, 25 სექტემბერს 10:30-დან 19:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს ყაზბეგის და დუშეთის რაიონის სოფლებში - გუდაური, ქუმლისციხე, მლეთა, ზაქათკარი, დარიალი, ჯაღმიანი, კაიშაურები და მიმდებარე სოფლებში, 11:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში: ძალისი, ვაზიანი, ხილიანი, ცხვარიჭამია, ქსოვრისი და მიმდებარე სოფლებში, 11:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში: ჩანადირთკარი, აბანოსხევი, ბულაჩაური, ბაგა, საშაბურო, ბოდორნა და მიმდებარე სოფლებში.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს