ბელგიის ჯანდაცვის მინისტრი ვარაუდობს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო პირველი ვაქცინა ევროკავშირში მარტში გამოჩნდება

ევროკავშირის მოქალაქეებისთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ხელმისაწვდომი იქნება მომავალი წლის მარტში. ამის შესახებ ბელგიის ჯანდაცვის მინისტრმა მეგი დე ბლოკმა განაცხადა.

„იდეაში, პირველი ვაქცინა იქნება Sanofi-ის მიერ წარმოებული და გამოჩნდება მარტში აქ, ბელგიაში და ევროკავშირის სხვა ქვეყნებში“, - განაცხადა მინისტრმა ხუთშაბათს ადგილობრივი ტელეკომპანია RTBF-ის ეთერში.

მისი თქმით, პირველად ვაქცინას მიღებენ მედიკოსები და ყველაზე მეტად დაუცველი მოქალაქეები.

მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, ევროკომისია მოლაპარაკებებს აწარმოებს რამდენიმე ფარმაცევტულ კომპანიასთან, მათ შორის Sanofi-სთან, რათა მოხდეს შემუშავების პროცესში მყოფი ვაქცინის შეძენა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო