ლევან დავითაშვილმა ისნის რაიონში მიმდინარე საგზაო სამუშაოები დაათვალიერა

თბილისის საკრებულოს ისნის რაიონის მაჟორიტარმა წევრმა ლევა­ნ დავითაშვილმა, საქართველოს პარლამენტის ამავე რაიონის მაჟორიტარ დეპუტატთან ირაკლი აბუსერიძესთან და გამგებელთან კახა ლაბუჩიძესთან ერთად სამაჟორიტარო ოლქში , კერძოდ, ქისის ქუჩაზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის საკრებულოდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ქისის ქუჩაზე ახალი ასფალტის საფარი 2078 კვ.მ ფართობზე იგება.

„ჩვენს მაჟორიტარულ ოლქში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების პროცესი გრძელდება. ამ ეტაპზე ქისის ქუჩაზე 2078 კვ.მ ფართობზე ახალი ასფალტის საფარი იგება. პარალელურ რეჟიმში ვხვდებით მოსახლეობას, ვისმენთ მათ პრობლემებს და სამომავლოდ განსახორციელებელ გეგმებს ადგილობრივ მცხოვრებლებთან ერთად ვსახავთ’’,-განაცხადა ლევა­ნ დავითაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს