კახა კუჭავა - დარწმუნებულები ვართ, რომ მომავალი წლები საქართველო-აზერბაიჯანს შორის ურთიერთობის კუთხით ძალიან შედეგიანი იქნება

საქართველოს პარლამენტის ვიცე- სპიკერი კახა კუჭავა საკანონმდებლო ორგანოში აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრს, ჯეიჰუნ ბაირამოვს შეხვდა.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ კახა კუჭავამ ჟურნალისტებს განუცხადა, შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო და მხარეებმა ორი ქვეყნისთვის აქტუალური საკითხები განიხილეს.

"რა თქმა უნდა, ვისაუბრეთ ყველა იმ საკითხზე, რომელიც ჩვენ ორ ქვეყანას შორის განიხილება, ის ურთიერთობები, საერთო გამოწვევები თუ პროექტები, რომელზეც ჩვენ ვაპირებთ, მომავალშიც გავააქტიუროთ მუშაობა. რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან არის დიდი სურვილი და მზადყოფნა, რომ პარლამენტებს შორის კიდევ უფრო გაღრმავდეს ურთიერთობები, რომელიც არსებობს, არის ეს მეგობრობის ჯგუფის ფორმატი თუ სხვადასხვა საერთაშორისო ფორმატები, რომელსაც ვიყენებთ. ძალიან პოზიტიური შეხვედრა იყო, ძალიან სასიამოვნო საუბარი, როგორც ეს ხდება მეგობარ ქვეყნებს შორის და დარწმუნებულები ვართ, რომ მომავალი წლები იქნება ძალიან შედეგიანი ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობის კუთხით", - განაცხადა კუჭავამ.

ის ასევე გამოეხმაურა საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას და აღნიშნა, რომ დეტალების შესახებ ინფორმაცია არ აქვს.

"რაც შეეხება დღევანდელ განცხადებას, რომელიც მინისტრმა გააკეთა კომისიის მუშაობის და იმ დოკუმენტებთან დაკავშირებით, რომელიც გადაეცა ჩვენს აზერბაიჯანელ კოლეგებს, ჩვენ ამასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია ჯერ არ გაგვაჩნია, ეს არის ინფორმაცია, რომელიც კომისიის ფარგლებში მუშავდება. არის გარკვეული საკითხები, რომელიც ზუსტად ამ უწყებებს შორის უნდა დარეგულირდეს, დარწმუნებული ვარ, როცა დრო იქნება, საგარეო უწყება იქნება ეს, კომისია თუ ნებისმიერი კონკრეტული პირი, ვინც ამაზე პასუხისმგებელია, ამას წარმოადგენს და ყველა ერთად გავიგებთ, რა დოკუმენტაციაზეა საუბარი,"- განაცხადა კუჭავამ.

ცნობისათვის, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი არ გამორიცხავს, რომ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის საკითხზე მოპოვებულმა ახალმა კარტოგრაფიულმა მასალებმა 2006-2007 წლის შეთანხმება შეცვალოს. ამის შესახებ ზალკალიანმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა