გიორგი ვაშაძე - „ქართული ოცნება" ჩაფლავდა

„სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, ქვეყანაში შექმნილი მძიმე ეკონომიკური მდგომარეობიდან გამოსავალი ხელისუფლების ცვლილებაა.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ბოლო თვეების განმავლობაში „ქართული ოცნება" „ჩაფლავდა", რაც ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე აისახება.

„ამას უმძიმესი ეკონომიკური კრიზისი არ ჰქვია, რაშიც ჩვენ ვართ, ეს არის კოლაფსი, კატასტროფა. ერთადერთი რამ, რაც ამას უშველის, ეს არის მძლავრი პოზიტიური მოლოდინი, რომელიც შეიძლება მხოლოდ ხელისუფლების ცვლილებამ გამოიწვიოს და ახალი თაობის რეფორმების დაწყებამ ქვეყანაში.

ჩაფლავდა „ქართული ოცნება" ბოლო თვეების მანძილზე, ბოლომდე დავინახეთ მისი ჩაფლავებული სახე, რაც სჭირს ლარს, კორონას, ბიზნესს, გაკოტრებულ ადამიანებს",-განაცხადა ვაშაძემ.

მისი თქმით, „სტრატეგია აღმაშენებელს" კრიზისიდან გამოსასვლელად სამოქმედო გეგმა გააჩნია.

„როგორც კი პრემიერი გავხდები, მე თვითონ ვაპირებ სირბილს ყველა ინვესტორთან იმისთვის, რომ ქვეყანაში ჩამოვიყვანო, ჩავადებინო ფული, ავაშენებინო ინდუსტრიული ქალაქები და შევაქმნევინო სამუშაო ადგილები. მზად ვარ, ყველა დოკუმენტზე მოვუწერო ხელი ნებისმიერ ინვესტორს, ვინც საქართველოში ფულს ჩადებს. ასე უნდა იმუშავოს პრემიერ-მინისტრმა, რომ საქართველოს ეკონომიკა ფეხზე დააყენოს",-განაცხადა ვაშაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა