კობა გვენეტაძე მიკროსაფინანსო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა

ეროვნული ბანკი მუდმივ კომუნიკაციაშია არასაბანკო სექტორთან და ეცნობა COVID-19-ის პანდემიით გამოწვეულ ვითარებას, ასევე, სხვა მიმდინარე საკითხებს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ეროვნული ბანკიდან აცნობეს, დღეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ მორიგი ასეთი შეხვედრა მიკროსაფინანსო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ვიდეოკონფერენციის ფორმატში გამართა.

„შეხვედრაზე მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ხელმძღვანელებს დეტალურად გააცნეს მიმდინარე მაკროეკონომიკური გარემო და მიკროსაფინანსო სექტორის ფინანსური მაჩვენებლები. მხარეებმა იმსჯელეს არსებული სირთულეების პირობებში სექტორის გამართული ფუნქციონირების შესახებ.

ვიდეოკონფერენციის დროს განხილული იყო ფინანსური სექტორის სტაბილურობის კუთხით ეროვნული ბანკის მიერ გატარებული ღონისძიებები. აღინიშნა, რომ სწორედ ბოლო ორ წელიწადში საკანონმდებლო ბაზაში განხორციელებული ძირეული ცვლილებების გამო შეხვდა მიკროსაფინანსო სექტორი არსებულ გამოწვევას კარგად მომზადებული. არასაბანკო სექტორს კაპიტალისა და ლიკვიდობის საკმარისი მაჩვენებლები და ამ ეტაპისთვის ადეკვატურად აქვს შეფასებული საკრედიტო რისკები.

თავის მხრივ, არასაბანკო სექტორმა დადებითად შეაფასა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის ლიკვიდობის მხარდაჭერის მიზნით განხორციელებული პროექტები, კერძოდ, სვოპ ოპერაციებით ლარის ლიკვიდობის მიწოდება, საკრედიტო პორტფელის უზრუნველყოფით დამატებითი ლარის რესურსის მიწოდება. მათი მხრიდან, ხაზი გაესვა იმ გარემოებას, რომ ამ პროექტებმა მნიშვნელოვნად განაპირობებს საპროცენტო განაკვეთების შემცირება.

საუბარი შეეხო საერთაშორისი სავალუტო ფონდის ტექნიკური მისიის ფარგლებში მომზადებულ შეფასების დოკუმენტს. განხილული იყო დოკუმენტში წარმოდგენილი მიკრო ბანკების მოდელი, რომელიც მიკროსაფინანსო ბაზრის სამომავლო განვითარებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს. შეხვედრაზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა აღნიშნული მოდელის უპირატესობებსა და რეგულირების ასპექტებზე ისაუბრა. ამ დოკუმენტში საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მიკროსაფინანსო ორგანიზაციების რეგულირებისა და ზედამხედველობის კუთხით გადადგმული ნაბიჯები დადებითად შეფასდა. "ეროვნული ბანკის მიერ გატარებულმა ზომებმა ხელი შეუწყო არასაბანკო სექტორის მდგრადობის ზრდას, გააჯანსაღა სექტორი და გააუმჯობესა მიკროსაფინანსოების ბრენდის რეპუტაცია", - აღნიშნულია საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასების დოკუმენტში.

არასაბანკო სექტორის წარმომადგენლებთან მსგავსი ფორმატის შეხვედრები პერიოდულად გაიმართება”, - აღნიშნავენ სებ-ში.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო