ნათია მეზვრიშვილი - საკმარისი რესურსები გვაქვს, მაგრამ თუ წესებს არ დავიცავთ და ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზრდება, ჯანდაცვის რესურსები ვერ იქნება ამოუწურავი

ახლა ამ ყველაფრის რესურსი გვაქვს, მაგრამ ჩვენ თუ წესებს არ დავიცავთ და ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზრდება, ბუნებრივია, ჯანდაცვის რესურსები ვერ იქნება ამოუწურავი, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

კითხვაზე, აქვს თუ არა მთავრობას გეგმა „B“ იმ შემთხვევისთვის, თუ ჯანდაცვის სისტემის არსებული რესურსი ამოიწურება, მეზვრიშვილი ამბობს, რომ მომავალშიც „სიტუაციის შესაფერისი გეგმა იქნება წარმოდგენილი“.

ამასთან მისი თქმით, ქვეყანაში არც ექიმების და არც “პისიარ” ტესტების რაოდენობის კუთხით პრობლემა არ არსებობს.

„მოქალაქეებს შეუძლიათ მშვიდად იყვნენ იმიტომ, რომ საკმარისი რესურსები არსებობს, თუმცა უნდა ახსოვდეთ, რომ რესურსი არ არის ამოუწრვადი და უნდა დაიცვან დისციპლინა იმიტომ, რომ ჩვენ, ახალგაზრდები უნდა გავუფრთხილდეთ ხანდაზმულებს, ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანებს, რომელთაც ეს სჭირდებათ.

ექიმების რესურსის კუთხითაც პრობლემა არაა. გადამზადებული ექიმების საკმარისი რაოდენობაა. ეტპობრივად, როგორც კი ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლის პირველი ნაბიჯები გადავდგით გადამზადებაც დაიწყო და ამ კუთხით პრობლემა არ არის“,- განაცხადა მეზვრიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა