კახა კუჭავა - ჩვენ დიდი ბრიტანეთისგან გვაქვს ძლიერი მხარდაჭერა სხვადასხვა ფორმატებში

საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართულებით ჩვენ დიდი ბრიტანეთისგან გვაქვს ძალიან ძლიერი მხარდაჭერა სხვადასხვა ფორმატებში, როგორც ფინანსური ისე ტექნიკური, რომ გავაძლიეროთ ჩვენი თავდაცვის, მათ შორის, კიბერ-უსაფრთხოების მიმართულება", - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა კახა კუჭავამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

კახა კუჭავას განცხადებით, „უორდროპის სტრატეგიული დიალოგის" მეშვიდე რაუნდი საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის გაიმართა როგორც სამთავრობო, ისე საპარლამენტო დონეზე და დიალოგში ჩართული იყო როგორც მმართველი გუნდის, ისე ოპოზიციის წარმომადგენლები.

მისივე განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ კიდევ უფრო ხშირი იყოს მსგავსი კომუნიკაცია და საპარლამენტო და სამთავრობო დონეზე დაიგეგმოს შემდეგი ნაბიჯები რათა კიდევ მეტად გაძლიერდეს არსებული ურთიერთობები.

„არის ბევრი სხვა მნიშვნელოვანი საკითხები, როგორც ეკონომიკური, კულტურული, საგანმანათლებლო. ამ მხრივაც ჩვენ ვიცით რომ ძალიან დიდია დიდი ბრიტანეთის დახმარება. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ბრეგსითი საბოლოოდ განხორციელდა, გაფორმდა და ჩვენ ერთ-ერთი პირველი ქვეყანა ვართ, ვინც მოვაწერეთ ხელი დიდ ბრიტანეთთან პოსტ-ბრეგსით თანამშრომლობასთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანია, რომ კიდევ უფრო ხშირი იყოს ასეთი კომუნიკაცია და საპარლამენტო და სამთავრობო დონეზე დაიგეგმოს შემდეგი ნაბიჯები როგორ უნდა გავაძლიეროთ ჩვენ ეს ურთიერთობები. ჩვენი ელჩი დიდ ბრიტანეთში, სოფიო ქაცარავა გახლავთ ის ადამიანი, ვისაც ძალიან კარგად ესმის იმ ურთიერთობების მნიშვნელობა, რომელიც პარლამენტებს შორის არსებობდა და კიდევ უნდა გაძლიერდეს. ასევე ახალ ელჩს დიდი ბრიტანეთის საქართველოში, რომელთანაც უკვე მქონდა შეხვედრა, ძალიან საინტერესო გეგმები აქვს და დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ საერთაშორისო თანამშრომლობებს", - განაცხადა კახა კუჭავამ.

კახა კუჭავას კომენტარს საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა