საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებულ ხვიჩა მღებრიშვილს დღეს გაათავისუფლებენ

საოკუპაციო რეჟიმის მიერ ე.წ. საზღვრის დარღვევის ბრალდებით დაკავებულ ხვიჩა მღებრიშვილს ცხინვალის ციხიდან დღეს გაათავისუფლებენ.

ერგნეთში ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფების გუშინდელი შეხვედრის შემდეგ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ განაცხადა, რომ დღევანდელ შეხვედრაზე ქართულმა მხარემ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების უპირობოდ გათავისუფლება კიდევ ერთხელ მოითხოვა.

ანთაძის განმარტებით, შეხვედრაზე საუბარი იყო ბოლო პერიოდში საოკუპაციო ხაზთან ე.წ. ბორდერიზაციის პროცესის განახლების ფაქტებზეც.

„დღევანდელ შეხვედრაზე განვიხილეთ ყველა მნიშვნელოვანი ინცინდენტი, რასაც ადგილი ჰქონდა წინა შეხვედრიდან დღემდე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო უკანონო პატიმრობაში მყოფი ჩვენი თანამოქალაქეების საკითხს. გვაქვს პოზიტიური სიგნალი ხვიჩა მღებრიშვილთან დაკავშირებით და ეს არის შედეგი იმ მუშაობის, რაც გასწიეს ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა და საკითხში ჩართულმა ყველა უწყებამ. ხვალ ათავისუფლებენ, ამას ვგულისხმობდი პოზიტიურ სიგნალში. გრძელდება მუშაობა, რომ ყველა ჩვენი თანამოქალაქე დაუბრუნდეს საკუთარ ოჯახებს მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში. გარდა ამისა, შევეხეთ უკანონო ბორდერიზაციის პროცესს, რომელიც სამწუხაროდ, აქტიურ ფაზაში იყო შესული ბოლო პერიოდის განმავლობაში. ასევე ვისაუბრეთ თავისუფალი გადაადგილების კუთხით არსებულ პრობლემებზე“, - განაცხადა ანთაძემ გუშინ.

რაც შეეხება კიდევ ერთ დაკავებულს, ზაზა გახელაძეს და მის ჯანმრთელობის მდგომარეობას, როგორც ანთაძემ განაცხადა, ეს საკითხი შეხვედრაზე ქართულმა მხარემ დააყენა. როგორც ანთაძემ განმარტა, გარდა ამისა, შეხვედრაზე მოითხოვეს, რომ საქმის კურსში ჩააყენონ ქართული მხარე იმ სამედიცინო პროცედურების შესახებ, რაც გახელაძეს უტარდება.

„კიდევ ერთხელ მივიღეთ განმარტება, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია და შეესაბამება იმ ჭრილობას რომელიც მიღებული აქვს. დინამიკა აქვს პოზიტიური. დაგვპირდნენ, რომ გაზიარებული იქნება ინფორმაცია, რა სახის სამედიცინო დახმარება უტარდება ზაზა გახელაძეს. რაც შეეხება ხვიჩა მღებრიშვილის გათავისუფლებას, ველოდებით, რომ ეს იქნება ხვალ. მთავარია, რომ ეს ადამიანი ოჯახს დაუბრუნდება“, - განაცხადა ანთაძემ.

შეგახსენებთ, რომ საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა მეჯვრისხეველი ხვიჩა მღებრიშვილი ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით, მიმდინარე წლის 3 ივლისს დააკავეს.

ემილ ავდალიანი - სამხრეთ კავკასიის რეგიონმა დიდი ძალების მეტოქეობის ხანაში შეაბიჯა, დღეს თამაშის ახალი წესები ყალიბდება,  მტკივნეული და გარდამავალი პერიოდია
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2021
როგორ გადავჭრათ „ნამახვანჰესის“ პრობლემა?
სუპერმარკეტების ქსელ „მაგნიტის“ წამახალისებელ გათამაშებაში ერთ-ერთი სუპერ პრიზი გათამაშდა
სილქფესტი აბონენტებს ულიმიტო და დიდი მოცულობის ინტერნეტ პაკეტებთან ერთად სასაუბრო პირობებსაც შესთავაზებს
თანაბარი განათლება მაღალმთიანი სოფლების ბავშვებს
ვასილ ხოდელი - ლიბერთის ნებისმიერი სესხი გაიცემა საბაზრო პირობებით