გიგი წერეთელი - კმაყოფილი მთავრობა ქვეყანას არ სჭირდება, ქვეყანას სჭირდება კმაყოფილი ხალხი

„ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, დავით ბაქრაძემ, ზესტაფონის მოსახლეობას პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატიტყიბულის, თერჯოლის, ზესტაფონისა და ბაღდათის ოლქში, გიგი წერეთელი წარუდგინა.

გიგი წერეთლის განცხადებით, დღეს ადამიანებს აქვთ მძიმე სოციალური და ეკონომიკური პრობლემები, გაჭირვება და უიმედობა. მისივე თქმით, ამ პრობლემების შეცვლას გარდამტეხი ცვლილებები და სწორი მიმართულების კომპასი სჭირდება, რათა 4 წლის შემდეგაც, ადამიანებს აღარ მოუწიოთ ამ პრობლემებზე საუბარი.

როგორც წერეთელმა აღნიშნა, გამოიყენებს საკუთარ ცოდნას, ენერგიასა და კომპეტენციას, რათა , როგორც ამ რეგიონში, ისე მთლიან საქართველოში, თითოეული ადამიანის ცხოვრება გაუმჯობესდეს.

„დღეს მე ვხედავ პრობლემებით გატანჯულ ადამიანებს, რომელთაც აქვთ ყოველდღიური საზრუნავი, როგორ გამოკვებონ საკუთარი შვილები და როგორ აღზარდონ ისინი. დღეს არის მძიმე ინფრასტრუქტურული პრობლემები, ამას კი სჭირდება სწორი მიმართულება და გარდამტეხი ცვლილებები, რათა 4 წლის შემდეგ, აღარ მოგვიწიოს ამ პრობლემებზე საუბარი.

ეს გაჭირვება ჩვენ გვამძიმებს, თუმცა გვაძლევს მეტ მოტივაციას, რომ შევცვალოთ ეს მძიმე ვითარება. აღარ იყოს სიღარიბე, კორუფცია, კრიმინალი. ქვეყანას კმაყოფილი მთავრობა კი არა, კმაყოფილი ხალხი სჭირდება.

სასამართლო რეფორმით, გადასახადების დაწევით, ბიუროკრარტიული ხარჯის შემცირებით, სახელმწიფო ქონებაში არსებული მიწის ხალხისთვის გადაცემით შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები, შემოვა ინვესტიციები, და ყოველ ადამიანს ექნება მეტი კეთილდღეობა. მე მთელ ჩემს ენერგიას, გამოცდილებას, კომპეტენციას, თქვენი დახმარებით, გამოვიყენებ იმისათვის, რომ თითოეული ადამიანის ცხოვრება გაუმჯობესდეს ამ რეგიონში.“ - განაცხადა გიგი წერეთელმა.

ინფორმაციას „ევროპული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა