ანა დოლიძე - სრული უფლება გვაქვს სერიოზული კითხვის ნიშნები გვქონდეს დავით ზალკალიანის განცხადებაზე დავით გარეჯთან მიმართებაში

ჩვენ სრული უფლება გვაქვს სერიოზული კითხვის ნიშნები გვქონდეს ზალკალიანის დღევანდელ განცხადებაზე დავით გარეჯთან მიმართებაში, - ამის შესახებ მოძრაობა „ხალხისთვის“ ლიდერმა ანა დოლიძემ განაცხადა.

მისი განცხადებით, მიმდინარე მოლაპარაკებები აზერბაიჯანთან არის „სრულიად ბურუსით მოცული“.

,,ჩვენი ხელისუფლების უნიათობა, მოაგვაროს ტერიტორიული მთლიანობისა და საზღვრების დაცვის საკითხი, ძალიან კარგად ჩანს, ე.წ ბორდერიზაციის პროცესში. ვკარგავთ ასეულობით კვადრატულ მეტრს, ხდება ჩვენი მოქალაქეების გატაცება და მათთვის აღკვეთი ღონისძიების მინიჭება. ხელისუფლება ამ მიმართულებით, ვერანაირი პრობლემის მოგვარებას ვერ ახერხებს. შესაბამისად, ჩვენ გვაქვს სრული უფლება სერიოზული კითხვის ნიშნები გვქონდეს ზალკალიანის დღევანდელ განცხადებაზე დავით გარეჯთან მიმართებაში. მიმდინარე მოლაპარაკებები აზერბაიჯანთან არის სრულიად მოცული ბურუსით, ჩვენ არ ვიცით, რა რუქები გააგზავნა ჩვენმა მხარემ, ან რა შეიმუშავა იმ ერთობლივმა კომისიამ, რომელიც მუშაობას აზერბაიჯანთან ერთად“,- აღნიშნა დოლიძემ.

ანა დოლიძის აზრით, საჭიროა, დავით ზალკალიანი პარლამენტში დაიბარონ და საქართველოს მოსახლეობის სახელით მწვავე კითხვები დაუსვან.

„ხელისუფლებამ მე არ მიპასუხა ერთი წლის წინ, როდესაც წარვადგინე ამ პრობლემის მშვიდობიანად გადაწყვეტის გზა - დაცული ტერიტორია. ჩვენმა ხალხმა არ იცის, რა ტიპის მოლაპარაკებებს აწარმოებს აზერბაიჯანთან ჩვენი ხელისუფლება დავით გარეჯთან მიმართებაში. შესაბამისად, მივმართავ საქართველოს პარლამენტის უმრავლესობას და ოპოზიციას, სასწრაფოდ დაიბარონ დავით ზალკალიანი პარლამენტში და საქართველოს მოსახლეობის სახელით დაუსვან მწვავე კითხვები და აახსნევინოს, რა მტკიცებულებებზეა საუბარი, ან რას აკეთებს ის კომისია, რომელიც ამ თემაზე აქამდეც მუშაობდა“, - განაცხადა ანა დოლიძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი არ გამორიცხავს, რომ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის საკითხზე მოპოვებულმა ახალმა კარტოგრაფიულმა მასალებმა 2006-2007 წლის შეთანხმება შეცვალოს. ამის შესახებ ზალკალიანმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც ზალკალიანმა აღნიშნა, მასალები ქართულმა მხარემ მოიპოვა და მოწოდებულია აზერბაიჯანისთვისაც.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა