ირაკლი ანთაძე ცხინვალის საპყრობილეში უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების ოჯახის წევრებს შეხვდა

ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ირაკლი ანთაძე ცხინვალის საპყრობილეში უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების ოჯახის წევრებს შეხვდა.

ირაკლი ანთაძე ჯერ სოფელ მეჯვრისხევში, ხვიჩა მღებრიშვილის ოჯახში იმყოფებოდა, შემდეგ კი - კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალაში, სადაც ზაზა გახელაძის ოჯახის წევრებს შეხვდა.

სუს-ის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ დაკავებულების ახლობლებს დღევანდელი შეხვედრის შედეგებზე მიაწოდა ინფორმაცია.

86 დღიანი უკანონო პატიმრობის შემდეგ, ცხინვალის ციხეს მღებრიშვილი ხვალ დატოვებს.

ანთაძის განცხადებით, იმის მიუხედავად, რომ ინციდენტების პრევენციის ფორმატში შემდეგი შეხვედრის გამართვა ნოემბრის მეორე ნახევარში დაიგეგმა, უკანონო პატიმრობიდან ზაზა გახელაძის გასათავისუფლებლად მუშაობა ევროკავშირის ,,ცხელი ხაზის“ მეშვეობით გაგრძელდება.

შეგახსენებთ, გამყოფი ხაზის სიახლოვეს გახელაძის უკანონოდ დაკავებიდან 76 დღე გავიდა.

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლებმა დღევანდელ შეხვედრაზე გაჟღერებული ინფორმაციით, ზაზა გახელაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია. დაკავებულის ოჯახის წევრებისთვის ამ დრომდე უცნობია, როდის ჩატარდება ე.წ. სასამართლო პროცესი. დაკავებულის ახლობლები იმედოვნებენ, რომ ცხინვალის ციხეში უკანონო პატიმრობაში მყოფი ზაზა გახელაძის მონახულებას და მისთვის წერილის ან ამანათის გადაცემას ორგანიზაცია ,,წითელი ჯვრის“ წარმომადგენლები შეძლებენ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს