აზერბაიჯანის საგარეო უწყება - სომხეთი აზერბაიჯანის წინააღმდეგ ახალი აგრესიისთვის ემზადება

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოზიციით, სხვადასხვა ფაქტორები ცხადყოფს, რომ სომხეთი ახალი აგრესიისთვის ემზადება. ამის შესახებ სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

„სომხეთის მიერ განხორციელებულმა პროვოკაციების ჯაჭვმა პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის მეთაურობით, როგორც სიტყვებით, ისე საქმით, ზიანი მიაყენა მოლაპარაკებების პროცესს სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის მოგვარების მიზნით და გამოიწვია დაძაბულობის მნიშვნელოვანი ზრდა რეგიონში. მეომრული განცხადებები, სამხედრო და სხვა სახის პროვოკაციები, რომლებსაც თან ახლავს აგრესიული სამხედრო პოზიცია, აჩვენებს, რომ სომხეთი აზერბაიჯანის წინააღმდეგ ახალი აგრესიისთვის ემზადება“, - აცხადებს აზერბაიჯანული მხარე.

მათივე განცხადებით, სომხეთმა, ფაშინიანის მმართველობის პირობებში, მიიღო სამხედრო დოქტრინა და ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია, რაც ითვალისწინებს კონცეფციას „ახალი ომი ახალი ტერიტორიებისთვის“.

„სომხეთის მხრიდან ახალი სამხედრო შეტევისთვის მზადებასთან დაკავშირებით, აზერბაიჯანი მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას, განსაკუთრებით კი, ეუთო-ს მინსკის ჯგუფს და მის თანათავმჯდომარეებს, რომ სომხეთი გონივრულობის ფარგლებში დააბრუნონ და მოუწოდონ ამ ქვეყანას თავი შეიკავოს მორიგი აგრესიისგან“, - აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობები საზღვრთან მომხდარი შეტაკებების შემდეგ ივლისის შუა რიცხვებიდან განსაკუთრებით დაიძაბა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა