ბადრი ჯაფარიძე - „ლელომ“ ივანიშვილი დებატებში გამოიწვია ხალხის პრობლემების მოსაგვარებლად და არა „ქართული ოცნების“ უუნარობის ხაზგასმისთვის

დებატები არა პოლიტიკური ქულების დასაწერად, არამედ ხალხის სასიკეთოდ, - ასე აფასებს ,,ლელოს" გენერალური მდივანი ბადრი ჯაფარიძე ამავე პარტიის თავმჯდომარის, მამუკა ხაზარაძის მიერ ბიძინა ივანიშვილის დებატებში გამოწვევას.

ჯაფარიძის თქმით, ქვეყანა არის უკიდურეს ეკონომიკურ კრიზისში, ყველა მიმართულებით პრობლემაა და „პოლიტიკოსებმა უნდა იმსჯელონ იმაზე, თუ როგორ გამოვიდეთ იმ მდგომარეობიდან, სადაც „ქართული ოცნების“ გამო ვართ“.

,,დებატები აუცილებელია, რათა საზოგადოებამ დაინახოს, რომ პოლიტიკოსები მსჯელობენ და ეძებენ გამოსავალს. დებატები ერთადერთი გზაა, რომ რეალურად გასაჯაროვდეს, ვინ რას აკეთებს, რადგნ ჩვენ ვხედავთ, რომ „ქართული ოცნების“ ლიდერები მოგზაურობენ სხვადასხვა რეგიონში, ვიწრო წრეში ხვდებიან მხარდამჭერებს და ეს პრობლემები ყოველდღიურად მხოლოდ ღრმავდება, ადამიანები ეჯახებიან უმძიმეს ეკონომიკურ ფონს. ერთხელ სამუდამოდ უნდა დამკვიდრდეს პრაქტიკა, რომ პოლიტიკოსები პასუხისმგებლიანად იქცევიან და საჯაროდ, საზოგადოების თვალწინ მსჯელობენ შექმნილ ვითარებაზე და ეძებენ გამოსავალს", - განაცხადა ჯაფარიძემ.

,,ლელოს“ საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის თქმით, მისი პარტიის მიერ ,,ქართული ოცნების“ ლიდერების დებატებში გამოწვევა ემსახურება არა იმას, რომ პოლიტიკოსები გამოჩდნენ საჯაროდ, არამედ იმას, რომ შედგეს დებატები მოსახლეობის საკეთილდღეოდ.

,,კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მიგვაჩნია, რომ ნებისმიერი პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსი, მითუმეტეს მმართველი პარტიის თავჯდომარე, ვალდებულია, საზოგადოების წინაშე გამოვიდეს, იმსჯელოს შექმნილ პრობლემებზე, ეძებოს გამოსავლის გზები. ჩვენ ეს გზა მათ არაერთხელ შევთავაზეთ. დღესაც წარვადგინეთ ჩვენი პროგრამა იმისათვის, რომ ქვეყანამ დაიწყოს ნელ-ნელა გამოსვლა ამ უმძიმესი კრიზისიდან. ჩვენი განცახდება ემსახურება ერთადერთ მიზანს - რომ მოვახერხოთ და ხელისუფლება ჩართოთ ამ განხილვაში, გამოსავლის გზების ძიებაში.

სამწუხაროდ, ყველა ლიდერი არიდებს თავს მსჯელობასა და პოლემიკას. მმართველი პარტიის თავმჯდომარე არის ბიძინა ივანიშვილი, გახარია არის დაკავებული საჩხერის მოდელის შესწავლით. ჩვენ გვჭირდება ადამიანთან პოლემიკა, დიალოგი, დებატები იმასთან, ვინც რეალურად იღებს გადაწყვეტილებებს და ასეთი ადამიანი არის ბიძინა ივანიშვილი. ამიტომ გამოიწვია ის მამუკა ხაზარაძემ დებატებში. ურთულესი გამოწვევის წინაშე ვდგავართ, ადამიანები, პრაქტიკულად, არიან სიღატაკის ზღვართან, ეროვნული ვალუტა ყოველდღე უფასურდება ახლა ამაზე უნდა ვისაუბროთ და არა ჩვენს თანამდებობებზე", - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო